2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი

ვადები: 1 ნოემბერი 2018 - 20 სექტემბერი 2019
ბიუჯეტი: GEL 23 060,04
სტატუსი: დასრულებული

(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით განახორციელა 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგი.

კვლევის ფარგლებში შესწავლილია 2017 წლებში სახელმწიფო დაწესებულებების მიერ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე (ა(ა)იპ)) გაცემული გრანტები. ანგარიში ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად არის წინასწარ განსაზღვრული გრანტის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები, როგორ ასრულებს გრანტის გამცემი საჯარო უწყება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს გრანტის გაცემისა და განხორციელების ყველა ეტაპზე, ხოლო მეორე მხრივ, აანალიზებს, თუ რა გამოცდილება აქვთ საგრანტო კონკურსში მონაწილე და გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს - ა(ა)იპ-ებს სახელმწიფო დაფინანსების ადმინისტრირების მხრივ. ის არ მოიცავს სახელმწიფო გრანტების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შინაარსისა თუ ხარისხის შეფასების მიმართულებას.

დონორები