მავნე პრაქტიკებზე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოში

ვადები: 31 მარტი 2019 - 31 დეკემბერი 2019
ბიუჯეტი: $ 12 283,00
სტატუსი: დასრულებული

ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერ პროექტს თელავსა და საგარეჯოში. 

პროექტი ხელს უწყობს 14-18 წლის ახალგაზრდების მდგრად განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ სხვადასხვა ინოვაციური ინიციატივის საშუალებით, როგორიცაა: თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგები, ახალგაზრდული ფორუმები და ფესტივალები, საინფორმაციო შეხვედრები და ა.შ., რაც კრიტიკული მნიშვნელობისაა მოზარდობიდან ზრდასრულ ასაკში გადასვლის პროცესში.

დონორები