ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის

ვადები: 1 თებერვალი 2017 - 30 ნოემბერი 2019
ბიუჯეტი: $ 114 465, 40
სტატუსი: დასრულებული

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  (EWMI)  პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“  (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის'“ პროექტს.  პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი. 

პროექტის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“,  საქართველოს 10 ქალაქში (გორი, რუსთავი, მარნეული, თელავი, საგარეჯო, ახალციხე, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი)  მართავს შეხვედრებსა და დისკუსიებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის სტუდენტების მონაწილეობით.

შეხვედრების თემებია:  1. ქალთა უფლებები (გენდერული თანასწორობის საკითხები, ოჯახში ძალადობა, ქალთა გაძლიერება და ა.შ.), 2. სოციალურ და შრომის უფლებები (შშმ პირები, ჯანდაცვის საკითხები, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია), 3. უმცირესობების უფლებები (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები), 4. ხელმისაწვდომი სამართლებრივი დახმარება, 5. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და 6. სამართალდამცავი უწყებების მიერ ძალის გადამეტების ეფექტური გამოძება.

პროექტის ფარგლებში გარდა ჩვენი ორგანიზაციის ცენტრებისა, იმ ქალაქებში, სადაც არის უნივერსიტეტები, ვმართავთ შეხვედრებს სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან. შეხვედრები შუქდება ადგილობრივი მედიასაშუალებებით, ასევე სპიკერები მონაწილეობენ ადგილობრივ ტელევიზიებში, სხვადასხვა გადაცემებში.

პროექტის ფარგლებში მზადდება საინფორმაციო ბუკლეტები შეხვედრის შესაბამის თემებზე.

დონორები