შეხვედრა ქუთაისში - ქალები და მათი უფლებები“

21 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის წარმომადგენლობის ინიცირებით ჩატარდა დისკუსია: „ქალები და მათი უფლებები“. შეხვედრას უძღვებოდა სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი თამთა ჩეჩელაშვილი, რომელმაც ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისის მიერ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ“ 2017 წლის ანგარიშის შესახებ, რომელიც მზადების პროცესშია.

ვორქშოპი "ნატო ვაჩნაძის ცხოვრება და მოღვაწეობა"

17 მარტს ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ საგარეჯოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა მუზეუმის დღე უფროსკლასელებისთვის. 

შეხვედრა თემაზე „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გურიაში“

13 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ოზურგეთის ოფისში, ქალთა ისტორიული თვის ფარგლებში გაიმართა დისკუსია „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა გურიაში“. 

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე

2018 წლის 7 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე.

გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან დისკუსია ბათუმში

6 მარტს, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: გენდერული კვოტა, ანუ ქალთა დაცვა პოლიტიკური იზოლაციისგან.

ანა ნაცვლიშვილმა ბათუმში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონზე ვეტოსთან დაკავშირებით დისკუსია გამართა

24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ბათუმის„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნების შესახებ დისკუსია გამართა.

ichange.gov.ge-ის საინფორმაციო კამპანია

საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პორტალით სარგებლობის  წესების გაცნობის კამპანია დაიწყო.