ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა და გამოწვევები

19 იანვარს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე . შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელიგიორგი ზარიძე, პროექტის მენეჯერი ჯალელ ავეზოვი,  ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეხვედრა რუსთავის ოფისში

2018 წლის  20 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ლექტორთან, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელმაც  ისაუბრა თემაზე:  ,,ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პროცესებში’’.

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში.

„გაიცანი 16 გმირი“

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ დაიბეჭდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით მებრძოლი ადამიანების ისტორიები ქართულად - „გაიცანი 16 გმირი“.

საინფორმაციოა შეხვედრა ზუგდიდის ოფისში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ

7 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისის ინიციატივით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი შეხვედრა სექსუალურ შევიწროებას დაეთმო. შეხვედრის მიზანს, რომელსაც საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, წარმოადგენდა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე - გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანია

6 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ადრეული ქორწინების შედეგები

გოგონათა ადრეული ქორწინება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც დღეს, 5 დეკემებრს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ბათუმის ოფისში 16 დღიანი გენდერული კამპანიის ფარგლებში განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ბიოლის ფონდის აჭარის რეგიონალური კოორდინატორი ნატა იმედაიშვილი, აჭარის განათლების სამინისტროს წარმომადგენელი და ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ

2018 წლის 4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მარნეულის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ასევე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კრიზისული ცენტრების და თავშესაფრების შესახებ.

წიგნის  ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის" საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.

საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ

4 დეკემბერს  „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის ორგანიზებით, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში  გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადრეული ქორწინების შესახებ.