„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უერთდება შინაგან საქმეთა სამინისტროს 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას და მის ფარგლებში გამართულ რეგიონულ შეხვედრებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციისათვის დროული შეტყობინების მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“.
26-27 მაისს პროექტის „შენი ხმა თანასწორობისთვის“ გამარჯვებულები ორდღიანი ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები ქუთაისში სტუდენტებსა და ადვოკატებს შეხვდნენ.
17 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ორგანიზებით ახალი არქიტექტორული კომპლექსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წარმომადგენლები სტუდენტებს და ადვოკატებს შეხვდნენ.
2019 წლის 25 იანვარს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში ჩატარდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ აღმასრულებელ დირექტრორთან, ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის წევრ და ქალთა უფლებების აქტიურ დამცველთან ბაია პატარაიასთან, თემაზე: „რა არის ფემინიზმი?“ საუბარი, ძირითადად, თანამედროვე ქართულ ფემინისტურ მიმდინარეობასა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს დაეთმო.
28 იანვარს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ბათუმის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართა აჭარის დასაქმების სააგენტოს 2019 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია. პროგრამის შესახებ აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თემურ კახიძემ ისაუბრა.
2019 წლის 24 იანვარს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა დისკუსია, თემაზე: „მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ .
19 იანვარს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის თემაზე . შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა კომპანია Wondernet Express-ის ხელმძღვანელიგიორგი ზარიძე, პროექტის მენეჯერი ჯალელ ავეზოვი, ექსპერტმა ჯუღული ახვლედიანი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
2018 წლის 20 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში, ჩატარდა შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ლექტორთან, პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერთან ზურაბ ჯაფარიძესთან, რომელმაც ისაუბრა თემაზე: ,,ახალგაზრდობის როლი პოლიტიკურ პროცესებში’’.