ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფის გახსნა

21 მარტს, სოფელ ბახვში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით და EWMI Access - ის მხარდაჭერით, გაიხსნა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფა.

ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება

16 მარტს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის თელავის ოფისში, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ქალი მეწარმეების გაძლიერება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“, რომელსაც უძღვებოდა ინოვაციური start up-ის www.soplidan.ge-ს დამფუძნებელი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პროექტის მენეჯერი ნათია ნინიკელაშვილი.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები

22 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა: მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტები და მოსალოდნელი შედეგები.

ესეების კონკურსი

✅„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეთათვის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია.

სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“

30 იანვარს, ქ. თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“  და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით ჩატარდა სემინარი თემაზე „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები.“ სემინარის მიზანი გენდერული თანასწორობის გეგმების შესრულების მიმდინარე გამოწვევების განხილვა და გამოცდილების გაზიარება იყო.

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში.

„გაიცანი 16 გმირი“

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ დაიბეჭდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიოს მასშტაბით მებრძოლი ადამიანების ისტორიები ქართულად - „გაიცანი 16 გმირი“.