ONLINE დისკუსია თემაზე: „დისტანციური სწავლება მარნეულში და არსებული გამოწვევები“

14 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „დისტანციური სწავლება მარნეულში, არსებული გამოწვევები“.

საქართველოში COVID 19-ის გავრცელების გამო სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების მოდელზე გადავიდნენ. რა სირთულეებს აწყდებიან ამ პროცესში პედაგოგები და მშობლები, რამდენად მზად შეხვდნენ ამ ცვლილებას მარნეულის საჯარო სკოლები, რა დამატებითი პრობლემები არსებობს მარნეულის არაქართულენოვან და სოფლად მდებარე სკოლებში, რას სთავაზობს „ტელესკოლის“ პროექტი მოსწავლეებს

ჩვენ დაგეხმარებით მნიშვნელოვანი ინფორმაციის რეგიონებში გავრცელებაში

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეძლებისდაგვარად ბევრ მოქალაქეს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და თანმდევი ნეგატიური შედეგების შემცირების გზების შესახებ.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) უკვე რვა წელზე მეტია მუშაობს საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობის გაზრდაზე. 

წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებული წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია. კონკურსის მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ.

კანტის აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კანტის აკადემიასა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა.

წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.

კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გამოგზავნონ თავიანთი წერილები, რომლის ადრესატი არის გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა 2017 წელს გაცემული სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

2019 წლის 19 სექტემბერს, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზებული იყო ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“ პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში.

შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან

24 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მარნეულის ოფისის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მარნეულის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრაზე კანდიდატებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით მარნეულში არსებული გამოწვევების შესახებ და წარადგინეს თავიანთ ხედვები.

რა არის კიბერდანაშაული?

24 აპრილს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის რუსთავის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა არის კიბერდანაშაული?“
თანამედროვე პერიოდში კიბერდანაშაულის საკმაოდ გავრცელებული შემთხვევებია: ონლაინ თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება და ა.შ. 

მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

30 მარტს, ქალთა ისტორიის თვესთან დაკავშირებით, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელიც მიეძღვნა მე- 19 საუკუნის სამეგრელოს მკვიდრის, წარმატებული მეწარმე ქალის ნოტიო ლოლუას ხსოვნას.

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფის გახსნა

21 მარტს, სოფელ ბახვში, ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ინიციატივით და EWMI Access - ის მხარდაჭერით, გაიხსნა ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძის მემორიალური/საინფორმაციო დაფა.