ichange.gov.ge-ის საინფორმაციო კამპანია

23 იან 2018

საქართველოს რეგიონებში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პორტალით სარგებლობის  წესების გაცნობის კამპანია დაიწყო. Ichange პროცესი  ხორციელდება  საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია  „სიდას“და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციის“ მიერ. კამპანია დაფინანსებულიაUSAID-ის პროგრამის „დემოკრატიული მმართველობისინიციატივის“ (GGI) მიერ.  კამპანიის განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო საზოგადოებისრეგიონული ქსელი“  (R-CSN). რეგიონულ საინფორმაციო კამპანიას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები მასპინძლობს, რომელიც 24 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

ichange.gov.ge პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც, მისი აზრით, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება ან გასცეს პასუხი.

ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლისგანხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო „ღია მმართველობისპარტნიორობის“ (OGP) საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით.

საინფორმაციო კამპანიის რეგიონებში გამართვის თარიღებია:

  • ქუთაისი: 24 იანვარი
  • ზუგდიდი: 24 იანვარი
  • ბათუმი: 25 იანვარი
  • ოზურგეთი: 26 იანვარი
  • მარნეული: 30 იანვარი
  • გორი: 30 იანვარი
  • რუსთავი: 1 თებერვალი
  • თელავი: 2 თებერვალი
  • ახალციხე- 6 თებერვალი