„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“. ინიციატივა ფინანსდება „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ადამიანთა უფლებების თემებზე მომუშავე სხვა უწყებები.
ამ წლების მანძილზე 50-ზე მეტი ღონისძიება განხორციელდა საქართველოს მასშტაბით იმ ათ ქალაქში, სადაც ჩვენი ორგანიზაციის ოფისებია განთავსებული (ახალციხე, ბათუმი, გორი, ზუგდიდი, თელავი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, ქუთაისი). ღონისძიებები ეძღვნება ადამიანის უფლებების საკითხებს, მათ შორის სოციალურ უფლებებს, დევნილთა უფლებებს, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, დაკავების დროს არსებულ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს, ქალთა უფლებებს, ოჯახში ძალადობის საკითხებს, გენრედული თანასწორობის პოლიტიკას და სხვა მნიშვნელოვან თემებს. შეხვედრებს ჩვენი ოფისები მასპინძლობენ რეგიონებში და მას ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან სათემო ლიდერები, აქტიური მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირები. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების პარალელურად, შეხვედრები იმართება ადგილობრივ უნივერსიტეტებში სტუდენტებთან და ასევე, გადაცემები ეწყობა ადგილობრივ ტელევიზიებში. პროექტის ფარგლებში მზადდება ვიდეო და ბეჭდური მასალა ადამიანის უფლებების თემებზე.
პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიზუალური მასალა:
როგორ იცავს სახელმწიფო ქალთა და ბავშვთა უფლებებს პანდემიის დროს?
ვიდეო ქართულად: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/218711899577743
აზერბაიჯანული სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/2266604193648037
სომხური სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/582711092346591
ქალთა მიმართ და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე შეკითხვებს სფეროს ექსპერტი პასუხობს
ვიდეო ქართულად: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/668250957195480
აზერბაიჯანული სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/1113006262468330
სომხური სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/1136206806796085
დისკრიმინაციის საკითხებზე რეგიონებში მცხოვრები ახლაგაზრდების შეკითხევბს სფეროს ექსპერი პასუხობს:
ვიდეო ქართულად: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/219178849575281
აზერბაიჯანული სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/169722261533033
სომხური სუბტიტრებით: https://www.facebook.com/ncce.ge/videos/429224281778085
ბროშურა: როგორ დავიცვათ თავი დისკრიმინაციისგან? https://bit.ly/2ZrLl61
ბროშურა: როგორ იცავს სახელმწიფო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს? https://bit.ly/3ufkKHe
2021 წლიდან პროექტი სამ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას და მოხდება ინფორმაციის გავრცელება რეგიონებში:
1. შრომის კანონმდებლობის 2020 წლის რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა ქალთა, და არამარტო ქალთა, შრომითი უფლებები საქართველოში;
2. მედიაცია - სასამართლო დავების განხილვის ალტერნატიული მექანიზმი საქართველოში და „საქართველოს მედიაციის ასოციაციის“ საქმიანობის პოპულარიზაცია;
3. ონლაინ სასამართლო სხდომები - არსებული მიღწევები და გამოწვევები.