თაობა 𝙕 – 𝐒𝐭𝐚𝐫𝐭 𝐔𝐩 ობსერვატორია

29 იან 2021

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) და კანტის აკადემია, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით იწყებენ პროექტს “თაობა 𝙕 – 𝐒𝐭𝐚𝐫𝐭 𝐔𝐩 ობსერვატორია“.
🚀 ბათუმში, რუსთავსა და თელავში ვეძებთ „ზეტელებს“ - ინოვატორ ახალაგზრდებს, რათა მათ მივცეთ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება და განვითარება.
📍კანტის აკადემია და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“, სწორედ მიმდინარე კრიზისის დროს, აგრძელებს მომავალთან შეჯახებას და თაობა ზეტისთვის ქმნის ახალ 𝐒𝐭𝐚𝐫𝐭 𝐔𝐩 ობსერვატორიას, რომელიც გააერთიანებს საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს და ტენოლოგიური კომპანიების ცოდნას ქართველი ახალგზრდებისთვის, რათა ისინი აღიჭურვონ უახლესი ცოდნით და მოემზადონ გასნხვავებული მომავლის შესაქმნელად.
➡დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:https://bit.ly/3bLb2Wi
➡სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3qa4CnS
🔊 პროექტი დაფინასნებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.