რა აწუხებს ხალხს კახეთში?

30 ოქტ 2020

❓რა აწუხებს ხალხს კახეთში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.

👉ვაქვეყნებთ თელავში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს

⭕️ უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების მატება

o   უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების მატება მთავარი პრობლემებია;

o   კორონავირუსით დაზარალებული ტურისტული სექტორი  იძულებული გახდა, სამუშაო ადგილები შეემცირებინა, რის გამოც მოსახლეობას სამუშაოს შოვნა კიდევ უფრო უჭირს;

o   სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას დასაქმებისთვის დამატებით ბარიერს მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, არსებული კერძო სამარშრუტო ავტობუსების გრაფიკი და საფასური უქმნის, რომლის  გადახდაც დაბალი ანაზღაურების ფონზე არ უღირთ;

o   სოფელში მაცხოვრებლების უმრავლესობა საკუთარ ნაკვეთებშია დასაქმებული, მაგრამ ინფლაციის გამო ხარჯებიც გაეზარდათ და პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა;

⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი

o   მოსახლეობა უფულობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში აკითხავს;

o   დიდი პრობლემაა წამლების ფასები;

o   ადგილობრივი ექიმების არაკვალიფიციურობის გამო საჭიროებისას თბილისში ურჩევნიათ ექიმთან მისვლა;

o   ამბულატორიების შენობები ამორტიზირებულია და  დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

⭕️ განათლების სისტემის გაუმართავობა

o   სოფლებში, ქალაქთან შედარებით, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და დაბალია სწავლების ხარისხი;

o   სკოლაში მიღებული  განათლება საკმარისი არაა უნივერსიტეტში მოსახვედრად, რეპეტიტორების დაქირავების გარეშე;

o   პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს.

⭕️ წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა

o    წყლის მიწოდება პრობლემაა ქალაქშიც და სოფლადაც. ხშირად წყალი სასმელად უვარგისია;

o   სარწყავი სისტემის გაუმართავობა მოსავალზეც აისახება და მოსახლეობას უფრო მეტად აღარიბებს;

o   არც ერთ სოფელს საკანალიზაციო სისტემა არ აქვს.

⭕️ ინფრასტრუქტურის გაუმართავობა

o   პრობლემაა შიდა ქუჩების მოწესრიგება და განათება;

o   ქალაქში მოუგვარებელია უპატრონო ძაღლების პრობლემა;

o   საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, არსებულის მოძრაობის გრაფიკი და საფასური დასაქმებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს;

⭕️ კორუფცია

o   საჯარო დასაქმებისთვის ყველაზე დიდი  ბარიერი ნეპოტიზმია, განსაკუთრებით საჯარო სექტორში;

o   მუნიციპალურ ტენდერებში გამარჯვების შანსები პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

⭕️ უსაფრთხოება

o   უნდობლობაა სასამართლოსა და პოლიციის მიმართ.

ატვირთული ფაილები