ვაკანსია - ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტი

16 ოქტ 2020

ა(ა)იპ "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი" (NCCE) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის პირველადი დოკუმენტაციის წარმოება;
** ფინანსური მენეჯერის დახმარება კონტრაქტების, ხელშეკრულებების და შესყიდვის ფორმების მომზადებაში;
** ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაციის დადგენილი წესით ორგანიზება და შენახვა;
** საქონლისა და მომსახურების შესყიდვების ორგანიზება, დოკუმენტაციის წარმოება, მომწოდებლებთან კონტაქტი;
** ორგანიზაციის დამხმარე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში კონტრაქტების, მიღება-ჩაბარების აქტების, ინვოისების შემოწმება და ორგანიზება;
** პერიოდული საგადასახადო ანგარიშგებისათვის საჭირო ინფორმაციის შეკრება;
** შემოსავლების სამსახურის პორტალზე გადასახადების დეკლარირება
** ორგანიზაციის დოკუმენტ-ბრუნვის მართვა;
** საბანკო გადახდების მომზადება `ინტერნეტ-ბანკის" საშუალებით
** ორგანიზაციის სამეურნეო საქმიანობის ასახვა ბუღალტრულ სააღრიცხვო სისტემაში;
** აუდიტის პროცესში ფინანსური მენეჯერის დახმარება;
** ორგანიზაციის პროექტების და პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული და ფინანსური სახის მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა - თბილისი

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 2020.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მისამართზე info@ncce.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტი.