წიგნის  ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის’’ საჯარო კითხვა

5 დეკ 2018

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის" საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.

ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. წიგნი შერჩეული იქნა დამსწრე საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ გასაგები ენით და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით არის მოთხრობილი საინტერესო ამბები.
შეხვედა გაიმართა სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც ამორჩევით წაიკითხეს რამდენიმე განსაკუთრებული ქალის ისტორია.

კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო შეხვედრის თითოეული წევრი. დისკუსიის დროს უფროსკლასელები შეეხნენ თემას იმის შესახებ, თუ რამდენად არის დღეს გენდერული თანასწორობა დაცული ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გენდერული თანასწორობა მარტო ქალის უფლებების დაცვას არ გულისხმობს. ერთერთმა მოსწავლემ განსხვავებული აზრი გააჟღერა. მან აღნიშნა: "XXI საუკუნეში ქალის უფლებები უკვე იმდენად არის დაცული, რომ მამაკაცები მათ ფონზე იჩაგრებიან გარკვეულ საკითხებში". ამას მოჰყვა დიდი გამოხმაურება მოსწავლეებს შორის. საბოლოოდ ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში ქალბატონებს და მამაკაცებს ერთნაირი წვლილი მიუძღვით.

შეხვედრის მონაწილეებმა მოიყვანეს მრავალი ფაქტი ქართული რეალობიდან და გაიხსენეს ის ქართველი ქალებიც, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრას.

4 დეკემბერს "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გენდერული ნიშნით ძალადობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ გაიმართა წიგნის ,,ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისათვის" საჯარო კითხვა და შემდგომი დისკუსია.

"ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის" ზღაპრებად მოთხრობილი ბიოგრაფიების კრებულია, რომელიც 100 განსაკუთრებული ქალის ისტორიას აერთიანებს. წიგნი გაფორმებულია 60 სხვადასხვა ქალი მხატვრის მიერ. წიგნი შერჩეული იქნა დამსწრე საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ გასაგები ენით და შთამბეჭდავი ილუსტრაციებით არის მოთხრობილი საინტერესო ამბები.