წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

6 თებ 2020

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ საქართველოს მასშტაბით რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისთვის გენდერული ნიშნით ძალადობის თემაზე ჩატარებული წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლენილია. კონკურსის მონაწილეებს ძალადობის მსხვერპლისთვის უნდა მიეწერათ წერილი, რომლითაც ემპათიას, მხარდაჭერას გამოხატავდნენ და თავიანთ რჩევებს გაუზიარებდნენ.

ბევრი საინტერესო და კარგი წერილი მივიღეთ, ამიტომ რთული აღმოჩნდა გამარჯვებულების გამოვლენა. ბევრი მსჯელობის შემდეგ, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი: გელა შათირიშვილი, ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა, მე-8 კლასი

II ადგილი: ნაზ ახმედოვა, მარნეული, სოფ.ზემო სარალის საჯარო სკოლის მე-12 კლასი

III ადგილი: ანამარია შეყილაძე, რუსთავი, #4 საჯარო სკოლა, მე-10 კლასი

ჟიურის რჩეული: ლიზი გადრანი, მესტია, ჭუბერი, სოფელი ქვედაყარი, მე-9 კლასი

მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისგან ფულადი ჯილდო გადაეცემათ.

გამარჯვებულების გარდა, ჟიურის გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე მოსწავლე დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით:

გიორგი ათანელიშვილი, რუსთავი;

ნინი თურაძე, ბათუმი;

ფიდან გალანდაროვა, მარნეული, ზემო სარალი;

ანა ნიჟარაძე, მესტია, ხაიში;

დიანა მიქელაძე, ოზუგეთი, ნასაკირალი.

კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მწერალი სალომე ბენიძე, უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, ფსიქოლოგი მაია ცირამუა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი გოგა ხატიაშვილი. დიდი მადლობა მათ წერილების შეფასებისათვის!

კონკურსში 120-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით. დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის. ჩვენ კვლავ გამოვაცხადებთ მსგავს კონკურსებს მოსწავლეებისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც მიიღებენ მონაწილეობას.

წერილების კონკურსი განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS) მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.