„საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია

16 მაი 2019

16 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა გოგა ხატიაშვილის წიგნის „საქართველოს საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი განმარტებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეებზე“ პრეზენტაცია.

კრებული მომზადებული და გამოცემულია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით.