წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

29 ნოე 2019

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE) გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში აცხადებს წერილების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერება.

კონკურსის თემა: წერილი გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლს
კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გამოგზავნონ თავიანთი წერილები, რომლის ადრესატი არის გენდერული ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.
წერილი, სხვა თემატურ საკითხებთან ერთად, შესაძლოა მოიცავდეს;
• მსხვერპლის თანადგომას/მხარდაჭერას;
• თქვენს რჩევას, თუ როგორ დაიცვას თავი მსხვერპლმა გენდერული ნიშნით ან/და ოჯახში ძალადობიისგან;
• მოსაზრებას, რატომ უნდა აიმაღლოს ხმა მსხვერპლმა ძალადობის წინააღმდეგ.
მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, გაეცნონ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორიას ქართულ ენაზე.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ საქართველოს რეგიონებში მოქმედ საჯარო ან კერძო სკოლებში.
ტექნიკური სახის მოთხოვნები:
სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word ან PDF; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; წერილი შეიძლება იყოს ხელნაწერი.
წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ–ფოსტა, ტელეფონის ნომერი, სკოლის დასახელება/ნომერი და კლასი.

მნიშვნელოვანი პირობები:
- ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი წერილი;
- პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება;
- დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება;

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ოთხი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
- პირველი ადგილი: 300 ლარი;
- მეორე ადგილი: 200 ლარი;
- მესამე ადგილი: 100 ლარი;
- ჟიურის რჩეული: 100 ლარი;

მიღებული ნაშრომები სრულად ან ნაწილობრივ განთავსდება ორგანიზაციის ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებით, მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი, 2019

ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ.ფოსტაზე: info@ncce.ge ხელნაწერი წერილის წარმოდგენის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ დასკანირებული ვერსია და შეინახოთ ორიგინალი.

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ „წერილების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის“.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591 315 136 ქეთი სიბაშვილი.

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს.