ბათუმი
26 მაისის ქუჩა N 31
596 109110
ბათუმის ცენტრი ემსახურება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
- რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები – ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხელვაჩაური და ხულო..
- მოსახლეობის რიცხოვნობა: 346 300;
- ფართი (კვ.კმ): 2,899
ცენტრის სერვისები:
- დიდი საკონფერენციო ოთახი 40 ადამიანისთვის;
- მცირე საკონფერენციო ოთახი 25
- მრგვალი მაგიდის შეხვედრების ოთახი 15 ადამიანისთვის;
- კვებით მომსახურება;
- ფოტო/ვიდეო გადაღება.
ბათუმის ცენტრი 2012 წლის 3 აპრილს ამოქმედდა. პირველი დისკუსია გაიმართა ტურიზმისა და ეკოლოგიის ურთიერთგავლენაზე. დღემდე ცენტრში გაიმართა 2800-ზე მეტი დისკუსია/შეხვედრა. წლის მანძილზე ცენტრი, საშუალოდ, 8 000-ზე მეტ მომხმარებელს მასპინძლობს. თავად ცენტრის ინიციატივით გაიმართა 190-მდე საჯარო შეხვედრა, როგორც ადგილობრივი, ასევე ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.
ცენტრში გამართული შეხვედრები, ძირითადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს ეძღვნება, მათ შორის აღსანიშნავია მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტები და პრიორიტეტების დოკუმენტები, მუნიციპალური სამსახურების სტრატეგიული დოკუმენტები, სივრცითი მოწყობის, ურბანული ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის საკითხები, ასევე მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობისა და ხელმისაწვდომობის და ზოგადად, ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებშია, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები.
საარჩევნო პერიოდში ბათუმის საარჩევნო მედია ცენტრი უზრუნველყოფს უსაფრთხო და ნეიტრალურ ადგილს დებატებისთვის, ბრიფინგებისთვის, ტრენინგებისა და საინფორმაციო სახის შეხვედრებისთვის, რათა არჩევნების დღეს მოქალაქეებმა გააკეთონ მეტად ინფორმირებული არჩევანი. წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრის ინიციატივით და ექსპერტების ჩართულობით, რეგულარულად ტარდება ტრენინგები და საინფორმაციო სახის შეხვედრები აჭარის რეგიონში მომუშავე მასმედიის წარმომადგენლებისთვის არჩევნების ეფექტურად გაშუქების მიზნით.
ბათუმის ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციაში მოქალაქეთა პრობლემების შესაბამის უწყებებთან ადვიკატირების კუთხით. ადვოკატირების ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვა 2013 წელს, როდესაც 350 გაფიცული მძღოლი ხელფასების მომატებას ითხოვდა. ბათუმის ცენტრის კოორდინაციით მოხდა შეხვედრის ორგანიზება გაფიცული მძღოლების, პროფკავშირების, საკრებულოს, ავტოტრანსპორტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. ცენტრის კოორდინატორებმა შეძლეს მხარეთა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და პროცესის მოდერაცია. შეხვედრის შედეგად იმავე დღეს მხარეთა შეთანხმების გზით მოხდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა. ბათუმის ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის საჯარო განხილვების ორგანიზებაში. ეს პროცესი განსაკუთრებით მნშვნელოვანია, რადგან ქალაქს არსებობის 130 წლის მანძილზე არ ჰქონია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონები.
ცენტრს დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდების ჩართულობის ზრდაში დისკუსიებსა და საჯარო შეხვედრებში. ბათუმის ცენტრის ძალისხმევის შედეგიცაა ქალაქში ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაარესება. ახალგაზრდებისთვის სტიმულის მომცემი თავისუფალი სივრცის არსებობა გახდა, როგორც საჯარო შეხვედრებისთვის ისე დახურული, სამუშაო ტიპის ვორკშოპების მოსაწყობად. ასეთი შესაძლებლობები მანამდე შეზღუდულად ჰქონდათ. ეს ორგანიზაციები დღესაც აქტიურად მუშაობენ შშმ პირების გაძლიერების, თვითმმართველობის, დემოკრატიული მმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე.
ცენტრის ძალისხმევითა ხორციელდება ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაზრდა; ასევე ამ ურთიერთობის ინსტიტუციონალიზაცია, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმმართველობას; ბათუმის ცენტრი, ასევე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას, კოორდინაციასა და პარტნიორობას. ცენტრის აქტიური მუშაობის შედეგად მოხდა ადგილობრივი ორგანიზაციების ძლიერი გაერთიანება, რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი სტანდარტების ჩამოყალიბებას.
ცენტრი უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. თვითმმართველობის საჯაროობის, ეფექტურობისა და მის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას; მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენასა და პრიორიტეტიზაციის მეთოდოლოგიის შემუშავება-დანერგვის ხელშეწყობას.