გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

სენატორი ლიზა მურკოვსკი
ამერიკის შეერთებული შტატების სენატორად მოღვაწეობის 14 წლის განმავლობაში
ლიზა მურკოვსკი არასდროს შეუშინებია მწვავე საკითხების მოგვარებას, მათ შორის
ამ მიზნის მისაღწევად პარტიული ხაზების გადაკვეთას, თუ საქმე ამას მოითხოვდა. ხოლო
როდესაც საქმე ძალადობას ეხება, მან იცის, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ალასკა
ასაჯაროებს ქვეყანაში ოჯახური და სექსუალური ძალადობის რამდენიმე ყველაზე მაღალ
მაჩვენებელს. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მონაცემებით, გაუპატიურების
დარეგისტრირებული შემთხვევები ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ აღემატება ეროვნულ
საშუალო მონაცემს.
„ძალადობამ, შეურაცხყოფამ და სექსუალურმა შევიწროებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს
შტატზე, ალასკაზე. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები,
ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ადამიანის ძალას შესწევს, რათა დავასრულოთ შეურაცხყოფა და
ძალადობა,“ - განაცხადა სენატორმა მურკოვსკიმ.
სენატორის მიერ სენატის ასიგნებების კომიტეტში ინიცირებული „ქალთა მიმართ ძალადობის
წინააღმდეგ აქტით“ მურკოვსკიმ ძალადობის აღმოფხვრა უმაღლეს პრიორიტეტად დაისახა. მისი
შთამბეჭდავი საკანონმდებლო მიღწევების ჩამონათვალი მოიცავს 2015 წლის აქტს „სამართალი
ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის“, რომლის შედეგადაც გაძლიერდა სექსუალური ექპლუატაციის
მსხვერპლთა. დაცვა. ასევე, სენატორის ინიციატივით, სპეციალური აქტით სავალდებულო გახდა
ბორტგამცილებელთა გადამზადება ბორტზე ადამიანებით ვაჭრობის გამოვლენის მიზნით.
სენატორი მურკოვსკი აქტიურად უჭერდა მხარს სამხედრო დაწესებულებებში სექსუალური
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ინიციატივებს, მან მხარი დაუჭირა როგორც „მსხვერპლთა
დაცვის“ (2014), ასევე „სამხედრო მართლმსაჯულების გაუმჯობესების“ აქტებს. ის ასევე
დაუღალავად შრომობდა, რათა მეტი მხარდაჭერა და რესურსები მოეპოვებინა ქალებისა და
ბავშვებისთვის თავის მშობლიურ შტატში. სულ ახლახან კი ჩაება თემში გაბატონებული ადათებით
გამოწვეული ძალადობის პრევენციასა და ალასკას მკვიდრთა მკურნალობის პროგრამაში.
სენატორ მურკოვსკის კარგად ესმის, რომ შეუძლებელია პრობლემების მოგვარება მათზე ღიად
საუბრის გარეშე. „ამ საკითხზე საუბარი ბევრისთვის რთულია, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ
ამაზე თვალი იმის იმედად, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება,“ - განაცხადა მან. სწორედ
ამიტომ 2015 წელს სენატორმა მრგვალ მაგიდასთან უმასპინძლა ალასკა-ანკორაჯის (UAA)
უნივერსიტეტის სტუდენტებს, რათა განეხილათ სექსუალური ძალადობის, ოჯახური
ძალადობისა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში არსებული ჩაგვრის საკითხები. მან
ასევე გამოიყენა პლატფორმა, რათა საჯაროდ დაეგმო კოლეჯების საერთო
საცხოვრებლებში გაუპატიურების შემთხვევები.
„ჩემთვის უდიდესი პატივია იმ არაჩვეულებრივი გლობალური ლიდერების ჯგუფში ყოფნა,
რომელიც იბრძვის ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად მთელ მსოფლიოში.
ეს ჩემთვის, ამერიკელი სენატორისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და ბევრი ადამიანის მუშაობის შედეგად ჩვენ
აუცილებლად შევცვლით სამყაროს,''- განაცხადა მან.