გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ზეინაბ ჰავა ბანგურა
პატარა ქალაქ იონიბანაში, სიერა ლეონეში, ზეინაბის დედამ თავის ქმარს გამოუცხადა,
რომ, მისი რწმენით, მათ ქალიშვილი არ უნდა დაექორწინებინათ და ამის ნაცვლად
მას სკოლაში უნდა ესწავლა. მშობლები დაშორდნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ
საფუძველი ჩაუყარა ზეინაბის წარმატებას.
მატორას გოგონების პრესტიჟული სკოლის სტიპენდიით დასრულების შემდეგ მან
დაამთავრა უნივერსიტეტი და კარიერა დაიწყო სადაზღვევო კომპანიაში. თუმცა სიერა
ლეონეში სამოქალაქო ომის დაწყების გამო, ზეინაბმა უარი თქვა კარიერაზე და
დემოკრატიული მმართველობის მხარდამჭერი? კამპანია წამოიწყო, რითაც ღიად
დაუპირისპირდა იმ მეამბოხე ჯგუფებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სოფლებს ძარცვავდნენ.
ამის შემდეგ ზეინაბმა კარიერა საჯარო სამსახურში გააგრძელა - გაეროსა და სიერა ლეონეს
მთავრობაში. 2002 წელს ის ქვეყნის პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა. საერთაშორისო არენაზე
მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთ აფრიკაში ქალთა სასქესო ორგანოების
დასახიჩრების აღკვეთის მიმართულებით, ლიბერიაში კი გაეროს სამშვიდობო მისიებში
ასრულებდა მნიშვნელოვან ფუნქციას.
კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ზეინაბმა 20 წელზე მეტ
ხანს იმუშავა. ამჟამად ის მუშაობს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად
სექსუალური ძალადობის საკითხებზე კონფლიქტის დროს.
ამ პოზიციიდანაც კი ის კვლავ უშიშრად უპირისპირდება ერაყსა და ლევანტს (ISIL), ბოკო
ჰარამსა და ალ-შააბაბს ტერორის ტაქტიკად სექსუალური ძალადობის გამოყენების გამო,
ასევე ტერიტორიების დაპყრობისას რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების იძულებით
გადაადგილების გამო.
არსებული სტატუს კვოს გარღვევის გზით, დედის კვალდაკვალ, ზეინაბი დაუღალავად
შრომობს, რათა აღკვეთოს სექსუალური ძალადობის გამოყენება ომის იარაღად და
უზრუნველყოს ღირსების აღდგენა გადარჩენილებში.