გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

იუსუფ ომარი
ინდოეთში სექსუალური ძალადობის საკითხებზე მუშაობა დიდ სირთულეებთანაა
დაკავშირებული. ერთი მხრივ, სექსუალური ძალადობის სტიგმა ხელს უშლის
მსხვერპლს, ღიად ისაუბროს საკუთარ პრობლემაზე, მეორე მხრივ, მედიასაშუალებებს
ეკრძალებათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირება.
იუსუფ ომარი გაუმკლავდა ამ გამოწვევას : სმარტფონითა და „სნეპჩეტით“ -
პოპულარული ვიდეოშეტყობინების აპლიკაციით_- შეიარაღებულმა, დაიწყო მსხვერპლთა
ისტორიების ჩაწერა სმარტფონის ეგრეთ წოდებულ სელფის რეჟიმში. მსხვერპლთა ვინაობის
დაფარვის მიზნით, ომარმა გამოიყენა სნეფჩეთის ფილტრები მათი სახეების შესანიღბავად.
ამ ფილტრების საშუალებით ინტერვიუერის თვალები და გამომეტყველება არ იმალებოდა,
რაც უფრო მეტად სარწმუნოს და გულწრფელს ხდიდა მაყურებლისთვის მონათხრობს. უფრო
მეტიც, ამ ფილტრების საშუალებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა შეძლეს შიშის გარეშე
გამოეხატათ საკუთარი თავი. ფაქტობრივად, ომარი გადაღებისას იქ არ იმყოფებოდა, ის შორს
დგებოდა გადასაღები მოედნიდან, რათა მსხვერპლს გაადვილებოდა საკუთარი ამბის თხრობა.
ამ ინოვაციური მიდგომით - სოციალური სიკეთისთვის სოციალური მედიის გამოყენებით - ომარი
ამჟამად მობილური ჟურნალისტიკის ყველაზე მსხვილ გუნდს აყალიბებს მსოფლიოში, ის წვრთნის
750 ჟურნალისტს, რომლებმაც თავიანთი ტელეფონების გამოყენებით ისტორიები უნდა ჩაწერონ.
გარდა ამისა, იუსუფის გამოცემა ,,ჰინდუსტან თაიმსი“ რეგულარულად აქვეყნებს ცნობილი
ადამიანების საავტორო ჩანაწერებს - მათ მიმართ სექსუალური ძალადობის საკუთარ
ისტორიებს. ეს სერია #Let'sTalkAboutRape-ის (ვისაუბროთ სექსუალურ ძალადობაზე)
ინიციატივის ნაწილია.