გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ალენა პოპოვა
,,იქნებ ეს ყველაფერი ჩემი ბრალია" - ამ ფრაზამ სოციალურ და პოლიტიკურ
აქტივისტ ალენა პოპოვას მოქმედებისკენ უბიძგა მას შემდეგ, რაც ნახა, თუ როგორი
სასტიკი და ძალადობრივი გზით გაუსწორდა მის მეგობარს თავისი შეყვარებული.
ალენას მეგობარი შეუერთდა იმ 36.000 რუსი ქალის ჯგუფს, რომლებიც ყოველდღიურად
განიცდიან ოჯახურ ძალადობას საკუთარ სახლებში. 24 საათის შემდეგ კი, როდესაც ის
საავადმყოფოში მოათავსეს, იგი შეუერთდა იმ უამრავ ქალს, რომლებმაც არ ამხილეს
თავიანთი მოძალადეები.
ამ ფაქტმა ალენას ბიძგი მისცა, 2013 წელს წამოეწყო პროექტი „დაიცავი ქალები“, რაც მიზნად
ისახავდა ბრძოლას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ , რომელიც პრობლემას წარმოადგენდა
ყოველ მეოთხე რუსულ ოჯახში. ალიონა პოპოვამ ელექტრონული პეტიციის (change.org)
საშუალებით სულ რამდენიმე დღეში 120 ათასი ხელმოწერა მოაგროვა ინიციატივაზე, რომლითაც
ითხოვდა იმ არაეფექტური კანონმდებლობის შეცვლას, რომელიც არეგულირებს ოჯახში
ძალადობის საკითხებს.
მაგრამ წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ კანონის მიღების მცდელობები წარუმატებელია. მიუხედავად ამისა, ალენა
არ გაჩერებულა და განაგრძობს მუშაობას საკანონმდებლო მიმართულებით, მონაწილეობს
კანონპროექტების შემუშავებაში ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით და ასევე
ცდილობს დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლთ საკუთარ თემში.
ალენა განაგრძობს ბრძოლას თავისი ქვეყანის „ტრადიციული, ან უფრო მეტად, არქაული
ფასეულობების“ წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რაც ძალადობას დახურულ კარებს მიღმა
მყარად ინარჩუნებს და, ხშირად, თავად მსხვერპლს ადანაშაულებს დამნაშავის
პროვოცირებაში.