გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ბრისა დე ანგულო
ლათინურ ამერიკაში ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
ვლინდება. ბოლივიაში 10 ქალიდან 9 ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ძალადობის
მსხვერპლია. ბრისამ, თავად ძალადობის მსხვერპლმა, შექმნა უსაფრთხო თავშესაფარი
სახელწოდებით „იმედის ნიავი“ მათთვის, ვინც ბავშვობის ასაკში გახდა სექსუალური
ძალადობის მსხვერპლი.
,,ამ ტრავმის გადატანა საშინელი იყო, მაგრამ დახმარების ძიების მცდელობის პროცესი -
კიდევ უფრო საშინელი. მე აღმოვაჩინე, რომ ასობით გოგონა და ვაჟი იმავე გზას გადიოდა,
რომელსაც მე. არ არსებობდა ერთი ადგილი, სადაც შეგვეძლო წასვლა და თქმა: ,,მე მჭირდება
დახმარება" და სადაც ხელახალი ვიქტიმიზაციისა და ჩვენი დადანაშაულების გარეშე
მოვახერხებდით დახმარების მიღებას. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემს ცხოვრებაში
ყველაფერი გამომეყენებინა, რათა ვყოფილიყავი სხვებისთვის ის, ვინც ჩემთვის არავინ
ყოფილა,’’- ამბობს ბრისა.
„იმედის ნიავი“ ამ მიზნით შექმნილი პირველი ცენტრია ბოლივიაში. იქ იურიდიულ დახმარებასთან
ერთად ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარების
სერვისებს. ბრისა და მისი გუნდი ზრუნავენ დარღვეული სამართლებრივი სისტემის შესაცვლელად,
რომელმაც წარსულში ხელახლა მიაყენა ტრავმა და მხოლოდ ავნო ძალადობის მსხვერპლს. უკვე
2015 წელს მათ დამნაშავეთა გასამართლების 100%-იან მაჩვენებელს მიაღწიეს.
შეუპოვრობის გარდა, ბრისას წარმატების საიდუმლო მისი გუნდის სპეციალიზაციაში მდგომარეობს.
„იმედის ნიავის“ ფსიქოლოგები კარგად იცნობენ სამართლებრივ სისტემას და ბავშვთა მიმართ
ძალადობის შემთხვევების მტკიცებულების სტანდარტს. ცენტრის იურისტებმა შეისწავლეს, თუ
როგორ მოქმედებს ტრავმა ტვინზე და ახდენს გავლენას მახსოვრობაზე. კარგი ის არის, რომ
მთელი ეს პროცესი არის მსხვერპლზე ორიენტირებული და მათ საჭიროებებზე მორგებული.
თავის პარტნიორ პარკერ პალმერთან ერთად ბრისა ცვლის სირცხვილის გრძნობისა და
მსხვერპლის დანაშაულის კულტურას, რომელიც ბოლივიაში სექსუალური ძალადობის
გარშემო ტრიალებს. საკუთარი გამოცდილების გაზიარების წახალისებით ის ყველა
ქალისა და ბავშვისთვის შედარებით უსაფრთხო, უფრო შემწყნარებელი სამყაროს
შექმნისთვის მუშაობს.