გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

ჩერნორ ბაჰი
ახალგაზრდულ ასაკში შენიშნა ჩერნორ ბაჰმა, რომ მის დებს განსხვავებულად
ეპყრობოდნენ. ისინი სექსუალური ძალადობის არაერთ მუქარას უძლებდნენ. მამაკაცები
ითხოვდნენ მათზე დაქორწინებას, სანამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ.
ყველაზე ნათლად ჩერნორ ბაჰს ახსოვს ის, რომ მისი გზა განათლებისკენ ისეთი რთული
არ იყო, როგორიც მისი დებისა.
„რაც უფრო ვიზრდებოდით, სხვადასხვა მხრიდან ბევრი მინიშნება იყო იმის შესახებ, რომ
ჩემი დების ცხოვრება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე ყოველთვის
დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ჩემზე ჭკვიანები იყვნენ. მე ახლა შემიძლია მივხვდე, თუ რა
ხდებოდა: საზოგადოება არ იღლებოდა იმის თქმით, რომ ჩემგან გაცილებით მეტი მოლოდინი
ჰქონდათ, რადგან ბიჭი ვიყავი,“ - წერდა ჩერნორი ჟურნალ ,,გარდიანში’. ამ მიდგომის შეცვლით
შთაგონებულმა ჩერნორმა დააფუძნა „ბავშვთა ფორუმის ქსელი“. აღიარებს რა უმნიშვნელოვანეს
გამოწვევებად ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების (FGM) საზიანო პრაქტიკას,
საზოგადოების მცდარ დამოკიდებულებას ადრეული ქორწინებისა და სექსუალური ძალადობის
მიმართ, მისი საქმიანობა მიმართულია გენდერული თანასწორობისკენ. მას გენდერული
თანასწორობა მშვიდობის მშენებლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილად მიაჩნია.
2012 წელს ჩერნორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა დანიშნა
გლობალური განათლების პირველი ინიციატივის ახალგაზრდულ წარმომადგენლად. ამ
პლატფორმის გამოყენებით მან გააერთიანა ახალგაზრდები მთელ მსოფლიოში, რათა
გლობალური კამპანიის საშუალებით გაეპროტესტებინათ მალალა იუსაფზაის მიმართ
განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა.
ჩერნორი განაგრძობს გოგონების საკითხების წინ წამოწევას. „მოსახლეობის საბჭოში“ მისი
როლი ადგილობრივი ორგანიზაციების მხარადჭერა და გადამზადებაა, რათა მათ
მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც გააძლიერებენ
გოგონებს და დაიცავენ მათ ძალადობისგან საგანგებო სიტუაციებში. მან ასევე დააფუძნა
კომპანია, რომელიც ქმნის სატელევიზიო სერიალებს, რადიოდრამებს და ჟურნალებს,
რათა მოუთხრონ გოგონების ისტორიები მთელ მსოფლიოს. მედიის საშუალებით
ჩერნორი ახერხებს, რომ შეცვალოს ადამიანების გული და გონება გოგონების ცხოვრების
ფასის - ღერებულების და მათი უფლების შესახებ, რომ იყვნენ დაცულები და
განათლებულები.