გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

სონიტა ალიზადე
„ნება მომეცით ვიჩურჩულო, რათა არავინ გაიგოს, რომ მე ვსაუბრობ გოგონებით
ვაჭრობაზე. ჩემი ხმა არ უნდა ისმოდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება შარიათს,
ქალები უნდა დუმდნენ... ეს არის ჩვენი ტრადიცია.“ სონიტა ალიზადე საკუთარ სიმღერაში
„იყიდებიან ქალიშვილები“ რეპავს შთამბეჭდავ ტექსტს. სიმღერის ვიდეორგოლში
ახალგაზრდა სონიტა კამერის წინაშე თვალცრემლიანი ვედრებით გამოხატავს თავი
სათქმელს. ის საქორწინო კაბაშია გამოწყობილი, შუბლზე კი ბარკოდი აქვს გამოსახული.
ბავშვობაში სონიტა და მისი ოჯახი ავღანეთიდან გაიქცნენ, რათა თავი დაეღწიათ
თალიბანისთვის. ირანში თავშესაფრის ძიებისას, მას შემდეგ, რაც მშობლებმა მისი ძმის
სიცოცხლის სანაცვლოდ მისი გაყიდვა გადაწყვიტეს, სონიტამ დაწერა ,,იყიდებიან ქალიშვილები“.
ის უყურებდა, თუ როგორ უჩინარდებოდნენ მისი მეგობარი გოგონები, რომელთაც აიძულებდნენ
ცოლად გაჰყოლოდნენ მამაკაცებს იმავე სცენარით, რომლის თავიდან აცილებაც თავად შეძლო.
„იყიდებიან ქალიშვილები“ იქცა ნამდვილ ჰიმნად ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ და ვირუსივით
სწრაფად გავრცელდა. სონიტამ არასამთავრობო ორგანიზაციის „სთრონგჰართის“ (Strongheart)
ყურადღება მიიქცია.
2015 წელს „სთრონგჰართი“ დაეხმარა სონიტას ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლაში.
დანარჩენი კი მხოლოდ ისტორიაა, უფრო სწორედ კი მხოლოდ დასაწყისია. ახლა სონიტა ფორმალურ
განათლებას იღებს, რაც ავღანეთში ქალებს ეკრძალებათ. მისი საქმიანობა გაშუქდა ოცზე მეტი ქვეყნის
200-ზე მეტი მედიასაშუალებით. ის მთავარ როლს ასრულებს საკუთარი ცხოვრების ამსახველ
დოკუმენტურ ფილმში, რომელმაც არაერთი ჯილდო მიიღო. ფილმის დებიუტი 2015 წელს შედგა
ევროპაში. იგი ხვდება მსოფლიოს ლიდერებს, გლობალური ტრიბუნებიდან საუბრობს,
მათ შორის - საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
სონიტა საკუთარ თავს „რეპტივისტს“ უწოდებს, რომელიც ბავშვთა ქორწინების
წინააღდეგ იბრძვის.

ატვირთული ფაილები