გაიცანით 16 გმირი

გაიცანით 16 გმირი

21 დეკ 2018

რია შარმა
მან უარი თქვა ქორწინებაზე... ის ძალიან ლამაზი იყო... მამაკაცს
შურისძიება სურდა... ეს ის „მიზეზებია“, რომლებიც საფუძვლად უდევს ქალებზე მჟავით
თავდასხმებს მსოფლიოს მასშტაბით. ამ „მიზეზებით“ ბევრი გადარჩენილი
ქალი იძულებით ცხოვრობს მუდმივ ტკივილთან ერთად, რაც თან სდევს გაუთავებელ
ოპერაციებსა და წარმოუდგენელ ტრავმებს.
დანაშაულის აღრიცხვის ეროვნული ბიუროს (NCRB - ინდოეთის სახელმწიფო სააგენტო)
მონაცემებით, 2015 წელს ინდოეთში მჟავით თავდასხმის 222 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს
თავდასხმები, ხშირად, უკიდურესად პირადულია,რადგან ქმრები, ნათესავები და ახლობლები
არიან ამ სასტიკი, უაღრესად გენდერული ძალადობის განმახორციელებლები. ეს ფორმა
გამოიყენება ქალის დასასჯელად ეჭვიანობის ნიადაგზე და ნებისმიერი სხვა მიზეზით, რომელიც
თავდამსხმელს ქალის მხრიდან მიუღებელ საქციელად მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მჟავით
თავდასხმები პირადული ხასიათისაა, შედეგი მსხვერპლის სახესა და სხეულზე ნაიარევის სახით
ყველასთვის თვალსაჩინო ხდება.
რია შარმა მიიჩნევს, რომ თავდასხმას გადარჩენილთა მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე
მათი იარები. 24 წლის რია დამფუძნებელია პლატფორმისა - ,,შეიყვარე, ნუ მიაყენებ იარებს!“ ის
ინდოეთში დაბრუნდა გაერთიანებულ სამეფოში, ლიდსის ჰუმანიტარულ კოლეჯში, საბაკალავრო
პროგრამაზე სწავლის მესამე წელს, რათა გადაეღო დოკუმენტური ფილმი მჟავით დასახიჩრებული
ქალების შესახებ. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას რიას შთაგონების წყარო იმ ქალთა
მხარდაჭერა იყო, რომელთაც ის ამ გადაღებების დროს შეხვდა. ამჟამად „შეიყვარე, ნუ მიაყენებ
იარებს!“ დელიში მოქმედი განახლებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია
მჟავით დასახიჩრებულ ქალთა რეაბილიტაცია ჯანმრთელობის აღდგენის, იურიდიული და
სამედიცინო დახმარების, ასევე საზოგადოებაში რეინტეგრაციის გზით. 2015 წელს
რია შარმას ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „დაასრულე მჟავის გაყიდვა“, რომელიც
ითხოვდა მჟავის საცალო გაყიდვის უნივერსალურ აკრძალვას. ორგანიზაციის
დამსახურებით დღეისათვის უამრავმა გადარჩენილმა ქალმა
ისარგებლა უფასო მკურნალობით.