❓რა აწუხებს ხალხს გურიაში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ გურიაში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o თურქეთში სეზონური სამუშაო იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბევრი ოჯახისთვის;
o სეზონურ სამუშაოებზე არასრულწლოვნების მონაწილეობაც მაღალია;
o პანდემიამ სეზონური შრომითი მიგრაცია გააჩერა და სიღარიბე გააღრმავა.
⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და უხარისხო;
o საყოველთაო დაზღვევით მომსახურების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია გრძელი და მოუწესრიგებელი რიგების გამო (უკმაყოფილებას ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები იწვევენ, სადაც საყოველთაო დაზღვევით იღებენ სამედიცინო დახმარებას);
o წამლები ძალიან ძვირია, მათ შორის, თურქეთთან შედარებით;
o წამლების თურქეთიდან ჩამოტანა შეღავათი იყო, რაც ახლა შეუძლებელია.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o საჯარო საბავშვო ბაღებში აღმზრდელების კვალიფიკაცია დაბალია;
o სასკოლო განათლების ხარისხი დაბალია პედაგოგების ანაზღაურებისა და სხვა მხარდაჭერის ნაკლებობის გამო;
o დისტანციურმა სწავლებამ არ გაამართლა მასწავლებლების უნარების არაადეკვატურობისა და ინტერნეტის მიუწვდომლობის გამო.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o წყლის პრობლემა ჯერაც გადაუჭრელია. სადაც წყალი არის, გაუფილტრავი და სასმელად უვარგისია;
o ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას უშლის ხელს;
o კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა შეზღუდულია და განსაკუთრებით გოგონები ზარალდებიან ამით;
o ინტერნეტის ხელმიუწვდომლობა აზარალებს დისტანციურ სწავლებასაც, თვითგანათლებასა და დასაქმების შესაძლებლობებსაც ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
o პარკები და საზოგადოებრივი სივრცეები მოუწესრიგებელია ან საერთოდ არ არსებობს.
⭕️კორუფცია
o უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები;
o ნეპოტიზმი საჯარო სამსახურში.
⭕️დაუცველობის შიში
o ფიზიკური უსაფრთხოების შიში ნაკლებად, მაგრამ არის;
o სამართალდამცველების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა;
o სამომავლოდ მდგომარეობის გაუარესების შიშია.