❓რა აწუხებს ხალხს სამეგრელოში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ სამეგრელოში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა სიღარიბე და უმუშევრობა
o განათლების მიუხედავად, რეგიონში სამუშაო ადგილები არ არის, დასაქმება მხოლოდ თბილისში ან საზღვარგარეთ არის შესაძლებელი;
o საზღვარგარეთ წასულები არჩენენ ოჯახებს და აქ დარჩენილებს მუშაობის მოტივაცია არ აქვთ;
o აფხაზეთის კონფლიქტი ხელს უშლის სოფლად მოსახლეობის მუშაობასაც;
o დევნილები სიღატაკისთვის არიან განწირულები.
⭕️სოფლის მეურნეობის განვითარების და ნაყოფიერების სისტემური პრობლემები
o ნიადაგის დაცვა და აღდგენა სისტემური ღონისძიებებით უნდა მოხდეს;
o მიწაზე საკუთრების არარსებობა აბრკოლებს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ნაყოფიერებას;
o მექანიზაციის დაბალი დონე აზარალებს მოსახლეობასაც და შრომის ნაყოფიერებასაც.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o საყოველთაო დაზღვევამ სამედიცინო მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახადა;
o რეგიონში ჯანდაცვის ხარისხი ძალიან დაბალია.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o განათლების მოტივაცია დაბალია, დასაქმების მიზნით ქალების საზღვარგარეთ წასვლამ ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა;
o პროფესიული განათლების მეტი მხარდაჭერაა საჭირო.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o დევნილთა კომპაქტური ჩასახლებები ხშირად საცხოვრებლად შეუფერებელია.
⭕️კორუფცია
o დევნილთა განსახლება კომპაქტური ჩასახლებებიდან, ქულების მიუხედავად, გარიგებებით უფრო ხდება.