❓რა აწუხებს ხალხს ქუთაისში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ ქუთაისში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️ სიღარიბე და უმუშევრობა
o უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა;
o დაბალი ანაზღაურების გამო დაცლილია რეგიონი;
o სამუშაო ადგილები ახალგაზრდებისთვის უფროა, ვიდრე შედარებით ასაკიანი ადამიანებისთვის;
o პანდემიისას სახელმწიფო დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია;
o საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა რთულია, თუ კერძო დაზღვევას კარგავ;
o ექიმების დამოკიდებულება ფარმაცევტულ კომპანიებზე აზარალებს პაციენტებს.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o საჯარო სკოლებში რეგისტრაციის სისტემა გაუმართავია;
o მასწავლებლების კვალიფიკაცია და მოტივაცია დაბალია, რის გამოც რეპეტიტორებთან მეცადინეობა აუცილებელი ხდება;
o კერძო სკოლების მატება შემაშფოთებელია.
⭕️ საყოფაცხოვრებო და კულტურული ინფრასტრუქტურის უხარისხობა
o ინფრასტრუქტურული პროექტები გაჭიანურებულია და უხარისხოდაა შესრულებული;
o ტურისტული ინფრასტრუქტურა გაუმართავია.
⭕️ განვითარების პრობლემები
o ქუთაისი, მიუხედავად თვითმმართველი ქალაქის სტატუსისა, არის ცენტრზე დამოკიდებული და ეზღუდება განვითარების შესაძლებლობა;
o პარლამენტის გადატანამ ქუთაისის განვითარება შეაფერხა.
o ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაქმნის მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია.
⭕️ კორუფცია
o ნეპოტიზმის გამო დასაქმება რთულია;
o დევნილებისთვის ბინების გადაცემის სისტემა გაუმართავია და კორუფციის ეჭვებს აჩენს;
o კორუფცია და მექრთამეობა მოქალაქეებს სახელმწიფოსთან ყოველდღიურ ურთიერთობებში არ ხვდებათ.