❓რა აწუხებს ხალხს რუსთავსა და გარდაბანში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️ სიღარიბე და უმუშევრობა
o უმუშევრობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სიღარიბეს იწვევს;
o დასაქმებისას ნეპოტიზმი და ხანგრძლივი გამოცდილების მოთხოვნა ხელის შემშლელია;
o სიღარიბის დასაძლევად სოციალური დახმარების ნაცვლად მუნიციპალური საწარმოების გახსნას და ხალხის დასაქმებას უკეთესი შედეგი ექნება.
⭕️ჰაერის დაბინძურება
o რუსთავში ჰაერის დაბინძურება ძალიან მწვავე პრობლემაა;
o გარდაბანშიც საწარმოები საგრძნობლად აზიანებს გარემოს.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o ბაღების არასაკმარისი რაოდენობა და რეგისტრაციის სისტემის გაუმართავობა დიდი დაბრკოლებაა;
o სკოლაში ახალი მასწავლებლების შესვლას ბარიერები ეღობება, მაშინ, როცა მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაცია დაბალია;
o სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგება მნიშვნელოვანი შეღავათია ოჯახებისათვის;
o სკოლაში პროფორიენტაციის გაკვეთილების არარსებობა ხელს უშლის შესაფერისი განათლების მიღებასაც და დასაქმებასაც;
o პროფესიული განათლება არაპოპულარულია და ხელმისაწვდომი არაა;
o უმაღლესი განათლების დაფინანსება უფრო მეტად უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული;
o არაფორმალური/სახელოვნებო განათლების შესაძლებლობები თითქმის არ არის.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o სასმელი და სარწყავი წყლის სისტემები მოუწესრიგებელია;
o ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა დასაქმებას ძალიან უშლის ხელს;
o საზოგადოებრივი ტუალეტების არარსებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა.
⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და მიუწვდომელი;
o სამედიცინო დაწესებულებები ძალიან მოუწესრიგებელი და არაორგანიზებულია;
o წამლების სიძვირე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ამცირებს.
⭕️ უსაფრთხოება
o პოლიციის პროფესიონალიზმის მიმართ ნდობა შერყეულია.
o ქალები თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების გამო;
o მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმართავობის გამო ფიზიკური საფრთხის შეგრძნება არსებობს.