❓რა აწუხებს ხალხს კახეთში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ თელავში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️ უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების მატება
o უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების მატება მთავარი პრობლემებია;
o კორონავირუსით დაზარალებული ტურისტული სექტორი იძულებული გახდა, სამუშაო ადგილები შეემცირებინა, რის გამოც მოსახლეობას სამუშაოს შოვნა კიდევ უფრო უჭირს;
o სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას დასაქმებისთვის დამატებით ბარიერს მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, არსებული კერძო სამარშრუტო ავტობუსების გრაფიკი და საფასური უქმნის, რომლის გადახდაც დაბალი ანაზღაურების ფონზე არ უღირთ;
o სოფელში მაცხოვრებლების უმრავლესობა საკუთარ ნაკვეთებშია დასაქმებული, მაგრამ ინფლაციის გამო ხარჯებიც გაეზარდათ და პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა;
⭕️ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o მოსახლეობა უფულობის გამო სამედიცინო დაწესებულებებს მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევაში აკითხავს;
o დიდი პრობლემაა წამლების ფასები;
o ადგილობრივი ექიმების არაკვალიფიციურობის გამო საჭიროებისას თბილისში ურჩევნიათ ექიმთან მისვლა;
o ამბულატორიების შენობები ამორტიზირებულია და დარღვეულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
⭕️ განათლების სისტემის გაუმართავობა
o სოფლებში, ქალაქთან შედარებით, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და დაბალია სწავლების ხარისხი;
o სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი არაა უნივერსიტეტში მოსახვედრად, რეპეტიტორების დაქირავების გარეშე;
o პროფესიული განათლების შესაძლებლობების შესახებ მოსახლეობას ნაკლები ინფორმაცია აქვს.
⭕️ წყლისა და კანალიზაციის გაუმართავი სისტემა
o წყლის მიწოდება პრობლემაა ქალაქშიც და სოფლადაც. ხშირად წყალი სასმელად უვარგისია;
o სარწყავი სისტემის გაუმართავობა მოსავალზეც აისახება და მოსახლეობას უფრო მეტად აღარიბებს;
o არც ერთ სოფელს საკანალიზაციო სისტემა არ აქვს.
⭕️ ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o პრობლემაა შიდა ქუჩების მოწესრიგება და განათება;
o ქალაქში მოუგვარებელია უპატრონო ძაღლების პრობლემა;
o საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა, არსებულის მოძრაობის გრაფიკი და საფასური დასაქმებას მნიშვნელოვნად უშლის ხელს;
⭕️ კორუფცია
o საჯარო დასაქმებისთვის ყველაზე დიდი ბარიერი ნეპოტიზმია, განსაკუთრებით საჯარო სექტორში;
o მუნიციპალურ ტენდერებში გამარჯვების შანსები პირად ურთიერთობებზეა დამოკიდებული.
⭕️ უსაფრთხოება
o უნდობლობაა სასამართლოსა და პოლიციის მიმართ.