❓რა აწუხებს ხალხს საგარეჯოში?
🎯„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭრით საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ჰკითხა, თუ რომელი მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებთ და რის მოგვარებას ელიან პოლიტიკური პარტიებისგან.
👉ვაქვეყნებთ საგარეჯოში ჩატარებული ფოკუს ჯგუფის დისკუსიის შედეგებს
⭕️სიღარიბე და უმუშევრობა
o უმუშევრობა და სიღარიბე ყველაზე მწვავე პრობლემებია და წლების განმავლობაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა;
o პანდემიის შედეგად კერძო ბიზნესების დაზიანებამ კიდევ უფრო გააღარიბა მოსახლეობა;
o სოფლის მეურნეობის პროდუქტს ფასი არ აქვს და, შრომის მიუხედავად, სოფლად მაინც ღარიბები არიან;
o ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა არ არის, მხოლოდ თბილისში ან საზღვარგარეთ შეიძლება დასაქმებაზე ფიქრი. ეს ოჯახებს განსაკუთრებით დიდ დარტყმას აყენებს;
o ბავშვებისთვის მიცემული 200-ლარიანი დახმარება მხოლოდ მცირე შეღავათი გამოდგა ოჯახებისთვის;
o პენსიონრები, შშმ პირები და მათი ოჯახები განსაკუთრებით ღარიბები არიან;
o სოციალური დახმარების სისტემა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული დასაქმებასა და ოჯახების სიღატაკიდან ამოყვანაზე.
⭕️ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი
o სამედიცინო მომსახურება ძალიან ძვირია და ხელმისაწვდომი არ არის;
o ადგილობრივ ექიმებს და ლაბორატორიებს არ ენდობიან და მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში მიმართავენ.
⭕️განათლების სისტემის გაუმართავობა
o მასწავლებლების სერტიფიცირების მიუხედავად, პრაქტიკაში მაინც სწავლების მოძველებული მეთოდები გამოიყენება;
o მასწავლებლებს არ აქვთ მოტივაცია, რეპეტიტორობა უფრო აინტერესებთ, რადგან უფრო შემოსავლიანია;
o რეპეტიტორის გარეშე ხარისხიანი საშუალო განათლების მიღება ძალიან რთულია და რეპეტიტორებისათვის ფინანსები ცოტას აქვს;
o ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენა სათანადოდ არ ისწავლება, რაც ბევრ პრობლემას ქმნის;
o დასაქმებისათვის პროფესიული განათლება, თუნდაც პროფილური, უფრო ნაკლებად ფასობს, ვიდრე უმაღლესი განათლება.
⭕️ინფრასტრუქტურის გაუმართავობა
o სასმელი წყალი, გზები, კანალიზაცია და სანიაღვრე სისტემა კვლავაც არაა ყველასთვის ხელმისაწვდომი;
o ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარისხი არ კონტროლდება და უხარისხო ნამუშევარი ისევ მალე ფუჭდება;
o ინფრასტრუქტურული პროექტები გაჭიანურებულია;
o ინფრასტრუქტურა შერჩევით წესრიგდება - ჯერ იმ ადგილებში, სადაც გავლენიანი პირები ცხოვრობენ.
⭕️სახელმწიფო სერვისები და პროგრამები
o სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებისგან დიდი შეღავათი არაა;
o სოციალურად დაუცველების პროგრამაში ჩართვა სამართლიანად და საჭიროების მიხედვით არ ხდება;
o სახელმწიფო სერვისები დროში გაწელილია და მოქალაქეებს აქვთ განცდა, რომ მათზე უკეთ უცხოელებს ემსახურებიან.