centers for civic engagement
English
Home 

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

5 თებერვალს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება კიბოს ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მიდგომების საკითხებზე. შეხვედრას ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის „ჰერა“ დირექტორი მარიკა დავითულიანი უძღვებოდა. მასთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა კავშირი „ჰერას“ თანამშრომელი მერი თოდაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსი სპეციალისტი, გულიკო ქაჯაია.

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირმა ამ დღის აღნიშვნა 2008 წელს დაწერილი მსოფლიოს კიბოს დეკლარაციის მხარდასაჭერად დაიწყო.
მისი მიზანია, დაავადებისადმი ხილვადობის ამაღლება, ასევე პრევენციის, გამოვლენისა და მკურნალობის ხელშეწყობა.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მთავარი სამოქმედო გეგმა კი 2020 წლამდე კიბოთი დაავადებისა და მისით სიკვდილიანობის ხილული შემცირებაა. ასევე მისი მიზანია სტიგმასთან ბრძოლა, რომელიც ავთვისებიანი წარმონაქმნებით დაავადებას თითქმის ყოველთვის ახლავს თან.

2016-2018 წლებში კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება სლოგანით „ჩვენ შეგვიძლია. მე შემიძლია“. კამპანიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება, თუ როგორ შეუძლია ყველას, ერთობლივად და ინდივიდუალურად, საკუთარი წვლილი შეიტანოს კიბოს გლობალური ტვირთის შემცირებაში. კამპანიის ძირითადი გზავნილების თანახმად, აუცილებელია ერთად უზრუნველვყოთ ჯანმრთელი გარემო, გავაუმჯობესოთ ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობა, დავამარცხოთ სტიგმა და შევიტანოთ წვლილი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც მარიკა დავითულიანმა აღნიშნა, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში გარდაცვალების მეორე წამყვანი მიზეზია, ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით კიბოთი წელიწადში 8.8 მილიონი ადამიანი იღუპება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია მათ წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე გრძელვადიანი და ეფექტური სტრატეგიაა. ამისათვის აუცილებელია ცნობიერების ამაღლება იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს. კიბოს რისკ-ფაქტორები მოიცავს თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას, გარემოს დაბინძურებას და ა.შ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.
უკან დაბრუნება  
აპრილი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა