centers for civic engagement
English
Home 

წიგნის პრეზენტაცია „მოქალაქის გზამკვლევი“

31 იანვარს ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის სტაჟიორის, ხატია თედორაძის ინიციატივით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით „მოქალაქის გზამკვლევი“.
ხატია თედორაძემ ისაუბრა მოცემული წიგნის შესახებ და განიხილა ბიუჯეტის არსი.
პრეზენტაციის მიმდინარეობისას დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ბიუჯეტის, მისი სახეებისა და ფორმირების წესების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა დაასახელეს ბიუჯეტის სხვადასხვა სახეები, როგორიცაა, მაგალითად, ოჯახის ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი და ა.შ.
შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთო შეხვედრის თითოეული წევრი. მოსწავლეებმა და სტუდენტებმა განიხილეს თითოეული სახის ბიუჯეტის მნიშვნელობა და აღნიშნეს, რომ ბიუჯეტი ეს არის იმის ცოდნა, თუ როგორ განვკარგოთ შემოსავლები. მისი შედგენა სასარგებლოა, როგორც ცალკეული პირებისა და ოჯახებისთვის, ისე საქმიანი ადამიანებისა და მთავრობებისთვის. დისკუსიის დროს ასევე, პასუხი გაეცა ისეთ კითხვებს, როგორიცაა: რა ფუნქციები გააჩნია ბიუჯეტს? როგორია საქართველოს საბიუჯეტო სისტემა, როგორ მინდინარეობს საბიუჯეტო პროცესი, რა პრინციპებს ეყრდნობა ის და ა.შ.
დამსწრე საზოგადოებამ დაასახელა ბიუჯეტის განსაზღვრისას მოსალოდნელი შემოსავლები და ხარჯები, მოიყვანა მაგალითები როგორც წიგნიდან, ასევე ყოველდღიური ცხოვრებიდან, რამაც უფრო საინტერესო და მარტივად გასაგები გახადა მოცემული საკითხი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და დააფიქსირეს თავიანთი აზრი მოცემული საკითხების შესახებ.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა