centers for civic engagement
English
Home 

დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია ოზურგეთში 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

30 ნოემბერს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გენდერული ძალადობის წიანააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება და დისკუსია.

შეხვედრის მიზანი იყო ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა.

ფილმი „ხმა ამოიღეთ!“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში იქნა გადაღებული და მისი პრემიერა 2015 წელს შედგა. ფილმი დოკუმენტურია და რეალურ ფაქტებს ასახავს. ფილმში გადმოცემულია ისტორია საქართველოში სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ადამიანებისა, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც დიდი დრო დაეთმო ძალადობის აღკვეთის და პრევენციის ზომების მიღების ფორმებზე მსჯელობას.

„ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა, რომელსაც ქალთა შედარებით დაბალი რაოდენობა აღიარებს. საკითხისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და საზოგადოების ჩართულობა არის პრევენცია, რაც რეალურ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა მოქალაქე ნინო ლომაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ყოფილი სტაჟიორები, „გენდერული თანასწორობის სამოქალაქო კლუბის“ წევრები და მოქალაქეები.

უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა