centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია რუსთაველი ახალგაზრდების პრობლემებზე რუსთავში

25 აგვისტოს რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა რუსთაველი ახალგაზრდების მიერ ქალაქში არსებული და მათ მიერ დანახული პრობლემების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე სპიკერებად მოწვეულები იყვნენ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ამავე ცენტრის  პროგრამების კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი.  ბელა სარიამ წარადგინა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და კვლევის შედეგები, რომლებიც შეეხებოდა ახალგაზრდების პრობლემატიკას საქართველოში. „ვცდილობთ, რომ ახალგაზრდული პროგრამები არ იყოს ხანგრძლივი და გაწერილი იყოს მაქსიმუმ ათი წლის ვადით, რადგან თაობების ცვლასთან დაკავშირებით იცვლება პრიორიტეტები, ინტერესი, შეხედულება და ა.შ.“, - განაცხადა ბელა სარიამ.

ნინო მიხანაშვილმა რუსთაველ ახალგაზრდებს გააცნო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, ისაუბრა სტატეგიულ მიმართულებებზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც მუშაობს სახელმწიფო. „ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტების განსახორციელებლად სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამის ვადებში განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებასა და შეფასებას. აგრეთვე, სახელმწიფო იძლევა განათლების სფეროში წარმატების მიღწევის თანაბარ შესაძლებლობებს“,- აღნიშნა ნინო მიხანაშვილმა. შემდეგ მან დამსწრეებს გააცნო სხვა ქვეყნების გამოცდილება ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და სამიზნე ჯგუფების ჩართულობასთან დაკავშირებით. 

შეხვედრამ   დიდი დაინტერესება გამოიწვია, რის გამოც ის მთლიანად კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

რუსთავის ახალგაზრდობის  განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა გიგა ჯღარკავამ აღნიშნა: „სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს სჭირდება მეტი პრაქტიკულობის შეძენა. მაგალითად, კარგი იქნება, თუ კერძო სექტორი აიღებს ვალდებულებას ახალგაზრდობის დასაქმებაზე, რისთვისაც მას საგადასახადო შეღავათები დაუწესდება. ჩვენ ახალგაზრდობის დასაქმების საკითხი მერობის კანდიდატებსაც უნდა დავუსვათ და მოვისმინოთ მათი ხედვა ამასთან დაკავშირებით“.

შეხვედრა ჩატარდა საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში. გადაწყდა, რომ შემდეგ შეხვედრაზე მოწვეული იქნებიან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები, რომლებისგანაც ახალგაზრდები მოისმენენ პასუხებს შემდეგ შეკითხვებზე: რას ფიქრობენ ისინი რუსთაველი ახალგაზრდების დასაქმების, მათი პროფესიული ორიენტაციის და არაფორმალური განათლების შესახებ? როგორ გაუკეთებენ ისინი ინიცირებას სამოქალაქო საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობასა და ამ საქმიანობაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების ხელშეწყობას? ბიუჯეტის რამდენ პროცენტს გამოყოფენ ისინი ახალგაზრდული საკითხების მოგვარებისთვის? და სხვ.

ამ საკითხებზე თითოეული კანდიდატის მოსაზრების მოსმენის შემდეგ, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, გააკეთონ სწორი არჩევანი თვათმმართველობის არჩევნებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსთავის მერიის ახალგაზრდობის ცენტრის,  სტუდენტური ფორუმისა და სკოლების თვითმმართველობის გაერთიანების წარმომადგენლები.

შეხვედრის ბოლოს გაჩნდა იდეა, რომ რუსთაველმა ახალგაზრდებმა მჭიდროდ  ითანამშრომლონ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან, ნებისმიერ დროს გამოიყენონ ცენტრის მატერიალური რესურსები, რაშიც ახალგაზრდებს თავად ცენტრი შეუწყობს ხელს.

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2017
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა