centers for civic engagement
English
Home 

სექსუალური შევიწროება -საინფორმაციოა შეხვედრა "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში

7 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის  ოფისის  ინიციატივით,  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი შეხვედრა სექსუალურ შევიწროებას დაეთმო. შეხვედრის მიზანს, რომელსაც საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, წარმოადგენდა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება.

გენდერის საკითხებში სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლის, კოკა მებონიას განმარტებით, პრობლემა საქართველოსთვის აქტუალურია. ჯერჯერობით ქვეყანას საკანონმდებლო რეგულაციები არ აქვს, თუმცა მან აღნიშნა, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონდებლო ცვლილებები ინიცირებულია და  არსებული ინფორმაციით, ცვლილება შევა რამდენიმე კანონში, მათ შორის: შრომის კოდექსში, საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ომბუდსმენის შესახებ კანონში. ახალი ინიციატივით, განისაზღვრება სექსუალური შევიწროების დეფინიცია, გაიზრდება სახალხო დამცველის მანდატი, შემოვა ჯარიმა და ა.შ.

შეხვედრის სპიკერმა, ასევე, განსაზღვრა სექსუალური შევიწროების ვერბალური და არავერბალური გავრცელებული ფორმები- შევიწროება მზერით, ხელით შეხებით საჯარო ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვადასხვა დანიშნულების შენობებში, მათ შორის სამუშაო სივრცეში.

აუდიტორიამ ისაუბრა იმაზე, რომ  სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალები თავს იკავებენ ისაუბრონ კონკრეტულ შემთხვევებზე, განაცხადონ, რომ ისინი არიან სექუალური შევიწროების მსხვერპლი. ფიქრობენ - ამ ყველაფერს მოჰყვება არასერიოზული დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მენტალობიდან და აღზრდიდან გამომდინარე, სექსუალური შევიწროება სტერეოტიპული დამოკიდებულებებით გაჯერებული თემაა და ბევრი ფიქრობს, რომ საჯაროდ საუბარი ფაქტებზე სირცხვილია, თითქოს ეს მათი დანაშაულია.

სახალხო დამცველის წარმომადგენლის განმარტებით, მათი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ცნობიერების გასაზრდელად, საგანმანათლებლო და საინფორმაციო შეხვედრების გზით. მისი თქმით, სასურველია, ადგილობრივი თვითმმართველობები ყურადღება გაამახვილონ გენდერულად მგრძნობიარე საკითხებზეს.

აუდიტორია შეთანხმდა, რომ დუმილი ვერ დაიცავთ, რომ სიჩუმე გამოსავალი არ არის. გამოსავალი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, კანონის ამოქმედებაა.

    

უკან დაბრუნება  
მარტი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
25262728123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა