centers for civic engagement
English
Home 

საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმებზე - გენდერული ძალადობის 16 დღიანი კამპანია

6 დეკემბერს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის სპიკერმა, ასოციაცია „მერკურის“ ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის 8 თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, დაზარალებულთათვის მომსახურებების, კერძოდ თავშესაფრების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, თავშესაფრით, რომელიც მიმდინარე წლის 8 მარტს გაიხსნა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძალადობის მსხვერპლთა პირველი თავშესაფარია, უკვე 24 ბენეფიციარმა ისარგებლა, აქედან 10 ქალი და 14 ბავშვი იყო.
“ჩვენს ბენეფიციარებს ვუქმნით ოჯახურ პირობებს. მათთან მუშაობს ფსიქოლოგი, იურისტი და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკიც. მოსვლის დღიდან ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა საჭირო ნივთით. თავშესაფარში ყოფნის ვადა არის მაქსიმუმ სამი თვე, შემდეგ ჩვენი ბენეფიციარები უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ სახლს ან გადადიან ქირით. თავშესაფარი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქ იმდენად დათრგუნულები და შეშინებულები მოდიან, განსაკუთრებით, ბავშვები, რომ ეს სამი თვეც მათთვის ბევრს ნიშნავს", - ამბობს თავშესაფრის ადმინისტრატორი ირმა დარასელია.
"სამოქალაქო აქტივიზმის და თანასწორობის ცენტრის" წარმომადგენელმა ციცინო შენგელიამ ისაუბრა სოციალურ პროექტზე "ქალები საქართველოდან" და რეალურ ისტორიებზე დაყრდნობით, ძალადობის მსხვერპლი ქალების საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება.
"წლევანდელი წელი ეძღვნება იმას, თუ როგორ ძლიერდებიან ქალები მას შემდეგ, რაც აღმოჩნდებიან თავშესაფარში, კრიზისულ ცენტრში. მერე სად ვუშვებთ ამ ქალებს, რითი ვეხმარებით და როგორ ვაძლიერებთ. ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დადგა. წინა წლებში საუბარი იყო იმაზე, რომ გვქონოდა თავშესაფრები, როგორც კი დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, დაგვიდგა ეს გამოწვევა, რას ვაკეთებთ მერე", - აღნიშნა შეხვედრაზე ციცინო შენგელიამ.
ოჯახში ძალადობის მიმართულებით პრიორიტეტებზე, სამართლებრივ მექანიზმებზე, გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებულ სტატისტიკასა და პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, პოლიციის მაიორის მედეა კობახიძის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის 4000 ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, 3000 მეტი პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მიმდინარე წელს კი გამოიცა 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც პოლიციისადამი ნდობაზე მეტყველებს.
მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება კანონპროექტი, მსხვერპლისთვის მაღალი რისკის შემცველი მოძალადეებისთვის ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შესახებ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა გოგი რევიამ შეხვედრის მონაწილეებთან გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ზუგდიდის მერია კრიზისულ ცენტრს აშენებს.
„ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელიც უახლოეს დროში დაასრულებს რეაბილიტაციას შენობაში, სადაც მომავალი წლის გაზაფხულიდან გაიხსნება ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრი. ეს შენობა ზუგდიდთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს“, - განაცხადა მან შეხვედრის მონაწილეებთან.
ამ ეტაპზე კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს ზუგდიდის მერია ერთჯერადად, 800 ლარით ეხმარება. ასევე, საჭიროების შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართის ქირას, 100 ლარს უხდის. მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სერვისების დაფინანსება მომავალი წლისთვისაც გაგრძელდება. 
შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
უკან დაბრუნება  
ივნისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა