centers for civic engagement
English
Home 

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეთათვის რეგიონებში. კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებაა.

კონკურსის მონაწილეებმა განაცხადში მითითებული პირობების დაცვით უნდა გამოგზავნონ საკუთარი ესეები თემაზე: საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის გამომწვევი მიზეზები და მისი აღმოფხვრის გზები.

ესეებზე მუშაობისას დაგეხმარებათ ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი 16 გმირის ისტორია . ისტორიების ქართული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ: http://bit.ly/16heroes

ესეში შესაძლოა განხილული იყოს:
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავრცელებული ფორმები იმ თემში, სადაც მოსწავლე ცხოვრობს;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და თავისებურებები;
• გენდერული ნიშნით ძალადობის გავლენა ბავშვებზე;
• გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
ესეების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მე-9 - მე-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში.

ესეების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა
- არგუმენტაცია
- ესეს სტრუქტურა;
- ესეს ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა.

ტექნიკური სახის მოთხოვნები:
სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15; ესეს მოცულობა: მაქსიმუმ 500 სიტყვა.
ესეში მითითებული უნდაიყოს ავტორის სახელი, გვარი, ელ–ფოსტა და სკოლის დასახელება/ნომერი. ამასთან, გთხოვთ, წერილში, რომლითაც გადმოაგზავნით ნაშრომს, მიუთითოთ თქვენი ტელეფონის ნომერიც.

მნიშვნელოვანი პირობები:
- ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნამუშევარი;
- პლაგიატის შემთხვევაში მიღებული ესე არ განიხილება;
- დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
- ესეში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული ლიტერატურა.

კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით:
- პირველი ადგილი: 400 ლარი;
- მეორე ადგილი: 250 ლარი;
- მესამე ადგილი: 150 ლარი.

გამარჯვებული ესეები განთავსდება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღებით მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.

ესეების მიღების ბოლო ვადა: 25 დეკემბერი, 2018 წ.

ესეების გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ელ. ფოსტის მისამართზე: info@ncce.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ „ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის“.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 41 45 25 (ნათია სირდაძე, პროგრამის მრჩეველი).

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ მიღებული ესეები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.
უკან დაბრუნება  
იანვარი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა