centers for civic engagement
English
Home 

ბათუმის 2019 წლის კულტურული პროგრამების პროექტის პრეზენტაცია - შეხვედრა ბათუმში

 22 ოქტომბერს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით დასაფინანსებელი კულტურული პროგრამების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდნენ, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ქ. ბათმის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ლამზირა ბოქლავაძე, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურული ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
სიახლეა პროგრამულ ნაწილში, 2019 წლიდან ბათუმში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებები კონკურსის წესით შეირჩევა. პროექტი ითვალისწინებს კონკურსის წესით კულტურის განვითარებაზე ორიენტირებული საუკეთესო საერთაშორისო ღონისძიების შერჩევას და ბათუმის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხა 100 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ბათუმში ამ დრომდე სულ ექვსი საერთაშორისო ფესტივალი იმართება. მათ შორის ყველაზე დიდ დაფინანსებას საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები“ იღებდნენ. „ღამის სერენადები“ მერიამ წელს 120 000 ლარით დააფინანსა, კინოფესტივალი კი – 200 ათასამდე ლარით. ახალი მოდელის თანახმად, საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის ბიუჯეტი განახევრდება. კინოფესტივალი ბათუმში 13 წელია ტარდება და ყველაზე ცნობილი და ხალხმრავალი საერთაშორისო ფესტივალია ქალაქში. მისი მთავარი მხარდამჭერი წლებია ბათუმის მერიაა.

„შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ გადაწყვეტილებით BIAFF (საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი)-ი დგება სერიოზული დარტყმის ქვეშ. 13 წელი დაიხარჯა იმაში, რომ მიგვეღწია საერთაშორისო ფესტივალის დონისთვის, ფესტივალს დაემატა სექციები, ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ხელს უწყობს ქართული კინოს განვითარებას. მსგავსი ფესტივალების, რომლებიც არტთან, კულტურასთანაა დაკავშირებული, სახელმწიფოს ფინანსური მხარდამჭერის წილი ყოველთვის მაღალია, იმიტომ, რომ ამას სხვაგვარად ვერ გააკეთებ. რაც შეეხება სხვა მხარდამჭერებს, დამატებითი მხარდამჭერების მოძიება ფესტივალის მასშტაბების გაზრდას უწყობს ხელს, თორემ სახელმწიფომ თუ თავისი წვლილი შეამცირა, ამით რა განვითარებაზეა საუბარი“ – განაცხადა ზვიად ელიზიანმა, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მენეჯერმა.

„ვადასტურებ, ეს ფესტივალები ჩვენთვის ღირებულია. წლებია მათთან ვთანამშრომლობთ და ორივე ფესტივალი სასიკეთო საქმეს აკეთებს ჩვენი ქალაქისთვის. ეს მოდელი იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ჩვენთვის მთავარია თანაბარ პირობებში ჩავაყენოთ ხელოვნების ყველა მიმართულება. ყველა ფესტივალი მონაწილეობას მიიღებს კონკურსში და კომისია გადაწყვეტს, ვინ მიიღებს დაფინანსებას. თუმცა ვერც ერთი ფესტივალი ვერ მიიღებს ასი ათას ლარზე მეტს, ასე იქნა გადაწყვეტილი, რომ ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ ყველა აპლიკანტი თანაბარ მდგომარეობაში ჩავაყენოთ,“ – განაცხადა ლამზირა ბოლქვაძემ, ბათუმის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები შეთანხდნენ, რომ კვლავ მოხდეს მსგავსი შეხვედრის ორგანიზება, რათა მერიიის კულტურულ პროგრამებში უფრო კარგად აისახოს ფესტივალების სპეციფიკის ცოდნა, კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობის გაცნობიერება და შესაბამისი კომპეტენცია.
უკან დაბრუნება  
აპრილი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა