centers for civic engagement
English
Home 

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა თელავში

26 ივლისს, ევროკავშირის მიერ ინიცირებული პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის წარმომადგენლობის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი, რომელსაც თელავის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, გიორგი თავბერიძე უძღვებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის თელავის ეკონომიკური განვითარების ხედვის გაცნობა იყო.
„კახეთის რეგიონში, თელავის მუნიციპალიტეტი პირველი იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო ევროკავშირის პროგრამაში - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“.  აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, სამუშაო ადგილების შექმნის, კერძო სექტორისა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში. ამჟამად მუნიციპალიტეტის მიერ თელავის ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომლის მთავარი მიმართულებებია: ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და მოქალაქეთა ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება. აღნიშნულ გეგმას ევროკავშირს სექტემბრის თვეში წარვუდგენთ, რომელიც მოწონების შემთხვევაში გრანტს გამოყოფს“,- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ აკა საჩიშვილმა. 
როგორც ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა გიორგი თავბერიძემ აღნიშნა, ტურიზმის განვითარების მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში კემპინგ ცენტრი მოეწყობა, შუამთის ტერიტორიაზე კი საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებენ.
შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თელავში მომუშავე საერთაშოსისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მუნიციპალტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესახებ რეკომენდაციები წარუდგინეს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.
ევროკავშირის ინიციატივას „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ თელავის მუნიციპალიტეტის მერია 2017 წლის დეკემბრიდან შეუერთდა.
პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში, ხორციელდება. პროგრამა 2020 წლის დეკემბერში დასრულდება.
უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა