centers for civic engagement
English
Home 

ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოწვევები - დისკუსია "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში

2018 წლის 5 ივლისს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისის ინიციატივით გაიმართა საჯარო შეხვედრა ამომრჩეველთან თემაზეინფრასტრუქტურული პროექტები და გამოწვევები.

შეხვედრაზე მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რუსლან კილასონიამ შეხვედრის მონაწილეებთან გააჟღერა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, გორის მსგავსად, ევროკავშირის ფონდიდან თანხას გამოუყოფენ. მისი თქმით, ადვილი შესაძლებელია, ეს თანხა, სავარაუდოდ 30 მილიონი ევროს ოდენობით, მათ წელსაც მიიღონ, ოღონდ ამისთვის ჯერ პროექტები უნდა შეიმუშაონ. მისი განცხადებით, საქართველოს ეწვია პოლონელთა ჯგუფი, რომლებმაც ჩაატარეს ტრენინგები, ასწავლეს, როგორ უნდა შეარჩიონ პროექტები და ჩამოაყალიბონ პორტფელები. ასევე, მან აღნიშნა, რომ სამეზობლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მოხდა თანხის გამოყოფა და დაამატა, რომ გამოსაყოფი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება რამდენ და როგორ პროექტს წარადგენენ.

რუსლან კილასონიამ, ასევე, ისაუბრა, ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. მისი ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე შენობების ფასადები შეიცვლება და ასევე, წლის ბოლომდე მერიას ქალაქის განაშენიანების გეგმა ექნება. ეს ინფორმაცია მან ასოციაციაათინათისაღმასრულებელი დირექტორს რუსუდან ყალიჩავას შესაბამის კითხვაზე პასუხისას მიაწოდა. კერძოდ, ასოციაციის წარმომადგენელი დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ქალაქის განვითარების გეგმის შედგენა, რომლის მიხედვითაც ცენტრში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა აიკრძალება. „შეიძლება დავემსგავსოთ იმ ქალაქებს, სადაც თვალისთვის ხედი და თვალსაწიერი აღარ არის. იქნებ ჯობია, მაღალსართულიანი შენობები ქალაქგარეთ იყოს და არა ქალაქის ცენტრში“, - თქვა რუსუდან ყალიჩავამ.

რუსლან კილასონია შეეხოაზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემასაც. მისი თქმით, ეს საკითხი 2019 წელს მოგვარდება. მას შესაბამისი კითხვით შეხვედრის მონაწილემ, არასამთავრობო ორგანიზაციათანადგომასწარმომადგენელმა მიმართა: „ქალაქის ცენტრში მდებარე რამდენიმე წერტილი უკვე წლებია მოუწესრიგებელია, ეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მეც მინდა ბუჩქებში არ გავუშვა უცხოელი და ვუთხრა, აი ცენტრალურ ადგილას არის დიდი, კეთილმოწყობილი შენობა“, - აღნიშნა მან.

რუსლან კილასონიას ინფორმაციით, ზუგდიდში ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა იგეგმება, ამისათვის რეგიონული განვითარების სამინისტრო 600 000 ლარს გამოყოფს. «მიმდინარეობს პროექტის დაზუსტება, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი»- უთხრა ჟურნალისტებს კილასონიამ.

შეხვედრის მონაწილეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების სამსახურის უფროს შეკითხვები დაუსვეს, ასევე, სტადიონზე, ზებრა გადასასვლელზე, დევნილთა დასახლებაში არსებულ წყლის პრობლემაზე და სხვა ქალაქში სხვა აქტუალურ საკითხებზე.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისში დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ექვსთვიანი მუშაობის ანგარიში საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მედიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა მოისმინეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობებში. მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და კონტროლი გაუწიონ თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობას უზრუნველყოფილია საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.

 

უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა