centers for civic engagement
English
Home 

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია მიკრო და მცირე მეწარმეობის წარმომადგენლებისთვის

 26 ივნისს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია მიკრო და მცირე მეწარმეობის წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის, პროგრამაში მონაწილე კომერციული ბანკებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური მექანიზმების, მათ შორის საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და საპარტნიორო ფონდის მხარდამჭერი პროექტების შესახებ.

პროგრამა ორ ეტაპად ჩატარდება: პირველ ეტაპზე მონაწილეები თავიანთ ბიზნეს იდეებს წარადგენენ, რის შედეგადაც გამოვლინდება საუკეთესო ბიზნესიდეის ავტორი. პირველ ეტაპზე გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრენინგი მეწარმეობის შესახებ, რომლის ფარგლებში მონაწილეები ბიზნესგეგმის მომზადების საკითხებსაც შეისწავლიან.

მომდევნო ეტაპი ბიზნესგეგმის წარდგენას მოიცავს, განაცხადის შევსების შემდეგ გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებიც. მეორე ეტაპის გამარჯვებულები პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას მიიღებენ, ასევე მათ ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები ჩაუტარდებათ.

„მაქვს გადამამუშავებელი წისქვილ-კომბინატი. ეკონომიკის სამინისტროს წერილობით მივმართე და დარწმუნებულ ვარ საწარმოს გადაიარაღებაში დამეხმარებიან. ამ პროგრამის პირობებში ეს წისქვილ-კომბინატი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმო დასავლეთ საქართველოში“ - აღნიშნა ბიზნესმენმა თამაზ წინწკარაძემ.

პროგრამა საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შუძლია, თუ ის საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეა, არ არის საჯარო მოხელე და არ გააჩნია ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე.
უკან დაბრუნება  
აგვისტო 2018
ორსაოთხუპაშაკვ
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა