centers for civic engagement
English
Home 

აჭარის ტურიზმის 2018-2021 წლის პრიორიტეტები

7 მაისს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე ,,აჭარის ტურიზმის 2018-2021 წლის პრიორიტეტები“. მომხსენებლები იყვნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე. დისკუსიას ესწრებოდნენ ტურისტული სააგენტოები, ადგილობრივი გიდები, სასტუმროების, ადგილობრივი მთავრობის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და მედია.
თამარ კაიკაციშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები და 2018 წელს დეპარტამენტში დაგეგმილი ახალი და მიმდინარე პროექტები. მან აღნიშნა, რომ ტურიზმის განვითარების მიზნით, დეპარტამენტი მიმდინარე წელს რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს რეგიონის ცნობადობის გაზრდას, სერვისისა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ეს პროექტებია: ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება 25-მდე გაზრდილ სამიზნე ბაზარზე.
„ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული რესურსები და უახლოეს მომავალში გავხადოთ აჭარა მიმზიდველი ადგილი ტურისტებისთვის წლის ნებისმიერ დროს. ჩვენი ყველა პროექტი, იქნება ეს ტურიზმის განვითარების სკოლა, ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნა, გიდების გადამზადება, თუ რეგიონის სამიზნე ბაზრების გაზრდა, მიმართულია რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვისკენ“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არჩილ ხახუტაიშვილმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა იყოს თანხვედრაში ტურიზმთან, რადგან აჭარა მხოლოდ ზღვა არ არის და დეპარტამენტმა გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშავოს ტურისტების მოსაზიდად. აჭარის სამრეწველო პალატის წარმომადგენელის, ასლან ლორთქიფანიძის აზრით, აჭარაში ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება მომსახურების ხარისხი, რომლის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა უნდა გააერთიანონ და კოორდინირებულად იმუშაონ ადგილობრივმა მერიამ, მთავრობამ და დეპარტამენტმა.
დისკუსიის ბოლოს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს აჭარის რეგიონში მთის კურორტების უსაფრთხოების ხარისხს და ტურიზმის დეპარტამენტს უფრო ეფექტიანი მუშაობისკენ მოუწოდეს. მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარების მიზნით ბიუჯეტში 577 ათას 500 ლარია გათვალისწინებული.
უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა