centers for civic engagement
English
Home 

შეხვედრები რეგიონებში: ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო პოლიტიკა

2018 წლის აპრილში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ბათუმის, ქუთაისისა და თელავის ოფისებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩევლები თორნიკე დვალი და მარიამ ჯაჯანიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია, ამავე დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი გოგა ხატიაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი. მომხსენებლებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: გენდერული თანასწორობა, ოჯახში ძალადობა, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა, სოციალური უფლებები და ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმები.
ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრებზე სოფიო ჯაფარიძემ, თორნიკე დვალმა და მარიამ ჯაჯანიძემ ისაუბრეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიაზე. მათ აღნიშნეს, რომ სტრატეგიის შემუშავების მიზნით შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. სტრატეგიის შესრულების მიზნით დამტკიცებულია 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს 27 თემატურ მიმართულებას.
შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს ადგილობრივ დონეზე. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია ჯგუფი, რომელიც ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ანიჭებს მსხვერპლის სტატუსს. ეს მექანიზმი, თემის სენსიტიურობის გათვალისწინებით, შესაძლებლობას აძლევს პირს, სამართალდამცავი ორგანოებისგან დამოუკიდებლად მიიღოს მსხვერპლის სტატუსი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ და ინსპექტორმა გოგა ხატიაშვილმა ისაუბრეს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის ახლად შექმნილი დეპარტამენტის საქმიანობაზე, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ოჯახური დანაშაულების, განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილ, ასევე დისკრიმინაციითა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე. მომხსენებლებმა ისაუბრეს გასატარებელი ღონისძიებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან შუბაშვილმა ისაუბრა ანტი-დისკრიმინაციული კანონის მოქმედების სპეციფიკაზე და ომბუდსმენის როლზე ამ მიმართულებით. მან ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობაში ჯერ კიდევ არსებულ ხარვეზებზე.
მომხსენებლების გამოსვლას, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხანგრძლივი დისკუსია მოჰყვა.
შეხვედრების შეჯამებისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების შემცირებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა, არამედ საზოგადოების მაღალი ჩართულობაც.
მომხსენებლები ასევე ესტუმრნენ ადგილობრივ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების მონაწილეობით თემატური დისკუსიები გაიმართა.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მხარდამჭერები არიან მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.
უკან დაბრუნება  
მაისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა