centers for civic engagement
English
Home 

დისკუსია თემაზე „ფსიქოლოგიური ძალადობის ასპექტები"

2 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ქუთაისის ოფისმა, „წამების მსხვერპლთა ფსიქო სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი/ქუთაისთან“ ერთად ჩაატარა დისკუსია თემაზე - „ფსიქოლოგიური ძალადობის ასპექტები". ცენტრის ფსიქოლოგმა, თეა ფანჩულიძემ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა ფორმები და ასპექტები.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არც კი აღიქვამს ამ მოვლენას სოციალურ პრობლემად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება იყვნენ: ქმარი, ცოლი, შვილი ან ხანდაზმული მშობლები. ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია და მისგან არც ერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული.
ფსიქოლოგიური ანუ ემოციური ძალადობა გულისხმობს მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესია, სითბოსა და მზრუნველობის მოკლება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) და ყვირილი – ეს ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებია.
როგორც კვლევები აჩვენებენ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას ანუ მთლიანად პიროვნებას.
დამსწრე საზოგადოება ინტერესით ჩაება პრეზენტაციის შემდგომ დისკუსიაში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. განხილული იყო კონკრეტული მაგალითები, ისაუბრეს უცხოურ გამოცდილებაზე და პრობლემის გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სკოლების უფროსკლასელები, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.
უკან დაბრუნება  
ივნისი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა