centers for civic engagement
English
Home 

"გენდერული თანასწორობის ბოლოდროინდელი გამოწვევები - კვოტირება და სექსუალური შევიწროება"

29 მარტს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის წარმომადგენლობის ინიციატივით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - „გენდერული თანასწორობის ბოლოდროინდელი გამოწვევები - კვოტირება და სექსუალური შევიწროება“.
შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ამავე კომისიის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
გენდერულ კვოტირებასა და გენდერულ პრობლემატიკაზე სამოქალაქო აქტივისტმა სალომე ადამიამ ისაუბრა. მან მიმოიხილა საქართველოს კანონმდებლობა გენდერული კვოტების შესახებ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში ანუ რატომ არის გენდერული კვოტა საჭირო, არსებული მდგომარეობა და განვითარების შესაძლო მიმართულებები, საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკა. ასევე, შეეხო სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ.
„ერთი კვირის წინ ვიდექით ძალიან საინტერესო გზაგასაყარზე, პარლამენტში გარკვეული კრიტიკული მასა არსებობდა იმისთვის, რომ ეს კანონი ყოფილიყო მხარდაჭერილი. მონაცვლეობით უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სქესი და ეს კანონი ჩავარდა 2018 წლის 21 მარტს. შესაძლებელი იყო, რომ ეს დღე ყოფილიყო ისტორიული, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ 66 პარლამენტარმა დაუჭირა მხარი ამ კანონს და მხოლოდ 9 ხმა დააკლდა. მაგრამ აქვე არის დათქმა იმისა, რომ პარლამენტი თავიდან მოახდენს ინიცირებას და სასესიო დეკადის ამოწურვამდე შეეცდებიან მიიღონ კანონი, რომელიც შეეცდება გაზარდოს ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში“-განმარტა სალომე ადამიამ
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა ლობჟანიძემ Skype Call-ით აუდიტორიას გააცნო სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მომზადებული ელექტრონული სასწავლო კურსი სექსუალური შევიწროების საკითხებზე. ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე და სექსუალური შევიწროების შემთხვევების პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების საკითხებზე. ხაზი გაესვა სექსუალური შევიწროების შემთხვევაში მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკასა და შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმების არარსებობას. „სექსუალური შევიწროების შესახებ საზოგადოების ცნობიერება დაბალია და ამ პრობლემას სერიოზულ საფრთხედ ან პრობლემად არ აღიქვამენ. ამ პრობლემის შესახებ საჭიროა საზოგადოების ინფორმირება და კანონი, რომელიც სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და პრევენციას შეუწყობს ხელს - განაცხადა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ციცინო შენგელაიამ.
ბოლოს შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ არსებულ ელექტრონულ სასწავლო კურსს სექსუალური შევიწროების საკითხებზე თვითონაც გაივლიან და ასევე, გაავრცელებენ თავიანთ სამსახურებში.
უკან დაბრუნება  
დეკემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა