centers for civic engagement
English
Home 

ქალთა როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში - შეხვედრა ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" რუსთავის ოფისში

სამშაბათს, 13 მარტს ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ რუსთავის ოფისში ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქალთა როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შეხვედრას ცენტრის თანამშრომლებთან ერთად უძღვებოდა ქალთა უფლებადამცველი მაია ფელიშვილი.შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, ახალგაზრდები და სხვა დაინტერესებული პირები.
ღონისძიების მიზანი იყო ქალის როლის გააზრება და გახსენება იმ ქალების ღვაწლის, რომელთაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. საქართველოში ქალები მე-19 საუკუნიდან იყვნენ ჩართული თანაბარი განათლებისა და საკუთარი უფლებების დასაცავად. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ქალთა საზოგადოებრივი მოძრაობები, რომელთაც სათავეში ედგნენ ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, საფო მგელაძე, ელენე ბაქრაძე, მარო მაყაშვილი და სხვები.
შეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ამ ქალების ღვაწლს მათ ცხოვრებისეულ ფრაგმენტებს, წერილებს და პირად ისტორიებს.




უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა