centers for civic engagement
English
Home 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს

“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ თელავის ოფისში, გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოუწოდეს პარლამენტს და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს, დროულად განიხილონ საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება და დაუჭირონ მხარი საქართველოს მოქალაქეთა საკანონმდებლო ინიციატივას.

დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ვიდეომიმართვა ჩაწერეს, სადაც პარლამენტსა და ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად.
2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა მინიმუმ 26% იქნება.

აღსანიშნავია, რომ საკომიტეტო განხილვის ეტაპზე კანონპროექტს მხარი უკვე დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეგიონული განვითარების კომიტეტებმა.
უკან დაბრუნება  
სექტემბერი 2018
ორსაოთხუპაშაკვ
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
1234567

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა