centers for civic engagement
English
Home 

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებით სარგებლობის წესები

 

 

ზოგადი დებულებები

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ. პროექტის ფარგლებში საქართველოში გახსნილია 10 დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი (ამ დოკუმენტისთვის „ცენტრი“), რომლებიც ხელმისაწვდომია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მოქალაქეების, მედიის წარმომადგენლებისთვის, ბიზნესისთვის და სხვა დაინტერესებული ჯგუფებისთვის, როგორც მუდმივი თავშეყრის და შეხვედრების ადგილი დიალოგისთვის, რომელიც შესაძლოა შედგეს როგორც მათ შორის, ასევე ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლებთან. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების იდენტიფიცირება ხდება ფასადზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ლოგოს დატანით და შესაბამისი ცენტრის დასახელებით. აღნიშნული ცენტრების გამოყენების პირობები რეგულირდება წინამდებარე დოკუმენტით. სარგებლობის წესები უზრუნველყოფს სამართლიანობას და ბალანსს მხარეებს შორის ცენტრების გამოყენებისას. სარგებლობის წესები და მასში მოცემული დებულებები საჯაროა და გამოქვეყნებულია როგორც ყველა ცენტრში, ასევე ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.


ტერმინთა განმარტება

USAID - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო.

დემოკრატიული ჩართულობა – ინდივიდუალური ან კოლექტიური ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებისთვის აქტუალური თემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარების შესაძლო გზების განხილვა.

ცენტრი – ამ დოკუმენტის ფარგლებში გულისხმობს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს.

შეხვედრების დიდი ოთახი – სივრცე, რომელიც ცენტრში გამოყოფილია ფართო აუდიტორიისთვის და ეთმობა დემოკრატიული ჩართულობის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობას.

შეხვედრების მცირე ოთახი – სივრცე, რომელიც გამოყოფილია ცენტრში მცირემასშტაბიანი შეხვედრებისთვის.

კომპიუტერული ლაბორატორია – სივრცე, რომელიც გამოყოფილია ცენტრში და აღჭურვილია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით. კომპიუტერები განკუთვნილია საჯარო გამოყენებისთვის სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, განათლებისა და უნარების გასაუმჯობესებლად და  კომუნიკაციის ხელშესაწყობად.

ბიბლიოთეკა და რესურსცენტრი –  სივრცე, რომელიც გამოყოფილია ცენტრში და აღჭურვილია გამოცემებით დემოკრატიის,  პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

განმცხადებელი – ამ დოკუმენტისთვის არის პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს ცენტრის გამოყენებაზე.

ცენტრის კოორდინატორი – ამ დოკუმენტისთვის არის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ცენტრის მუშაობას და ავტორიზებულია გადაწყვეტილება მიიღოს ცენტრის გამოყენების შესახებ. აღნიშნული ფუნქცია შესაძლოა ასევე შეასრულოს კოორდინატორის მოადგილემ.

ცხელი ხაზის ბანერი – ტელეფონის ნომრები და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებულია ცენტრებში და რომლის გამოყენებითაც პირი შეძლებს დაკავშირებას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მენეჯმენტთან.

ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამა – წარმოადგენს პრეს–რელიზების, საჯარო განცხადებების და ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის ერთობლიობას, რომელიც შემუშავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების თანამშრომელთა მიერ.

მომხმარებელი – განმცხადებელი, რომელმაც მიიღო დადასტურება მოთხოვნაზე და სარგებლობს ცენტრის მომსახურებით.


სამართლიანი გამოყენების და თანაბარი შესაძლებლობების პირობები
სამართლიანი და თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად ცენტრებთან მიმართებაში:

ა. დაუშვებელია განმცხადებელთა დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, რელიგიის, ეთნიკური, სოციალური, ეკონომიკური, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, დაბადების ადგილის, ქონებრივი მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, ქორწინების სტატუსის ნიშნით.

ბ. სარგებლობის წესების თანახმად, ცენტრებში ორგანიზებული ღონისძიებები არის ნებაყოფლობითი და შესაძლებელია ინიცირებული იყოს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის ან თავად ცენტრის მიერ.

გ. ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა დაესწრონ ცენტრში გამართულ ღონისძიებებს აქტიური მონაწილეობის გარეშე.

დ. ცენტრის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება წარმართონ, ზეგავლენა მოახდინონ ან ჩაერიონ ღონისძიებებში, რომლებიც ცენტრის მომხმარებლების მიერ არის ორგანიზებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ღონისძიების მიმდინარეობა ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტით დადგენილ პირობებს.

ე. ცენტრის თანამშრომლები განმცხადებლებს ცენტრის სივრცეს დაუთმობენ „პირველმა მოგვმართა – პირველმა მიიღო“ პრინციპით ამ დოკუმენტში მოცემული პირობების და წესების დაცვით.

ვ. ცენტრის მომხმარებლებს აქვთ უფლება მოითხოვონ შეხვედრების დარბაზში ან საკონფერენციო ოთახში ღონისძიების ჩატარება ცენტრის თანამშრომლების დასწრების გარეშე. მოთხოვნა ამის შესახებ უნდა დაფიქსირდეს წერილობით, ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე.

ზ.   დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აშშ მთავრობა არ არიან პასუხისმგებელი ცენტრებში მომხმარებელთა მიერ ჩატარებული ღონისძიებების შინაარსსა და მონაწილეთა მოსაზრებებზე.



ცენტრში არსებული სივრცე და სარგებლობის წესები

 

 

აღწერილობა სარგებლობის წესები
შეხვედრების დიდი ოთახი
განკუთვნილია საჯარო შეხვედრებისთვის, რომლებიც სამოქალაქო ჩართულობაზეა ორიენტირებული.

შეხვედრების მცირე ოთახი
განკუთვნილია შედარებით მცირემასშტაბიანი შეხვედრებისთვის, რომლებიც სამოქალაქო  ჩართულობაზეა ორიენტირებული.
  1. აღნიშნული სივრცეების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კანონიერი ინტერესებისთვის, კერძოდ, სამოქალაქო (დემოკრატიული) ჩართულობის ღონისძიებებისთვის.  
     
  2. მხარე, რომელიც დაინტერესებულია და ორგანიზებას უწევს ღონისძიებებს შეხვედრების დარბაზში, პასუხისმგებელია ღონისძიების მონაწილეთა მოწვევაზე და ღონისძიების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. ცენტრის თანამშრომლების პასუხისმგებლობაა ორგანიზატორს დაეხმარონ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ცენტრების საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ფარგლებში არსებული საკონტაქტო ინფორმაციით.
     
  3. ცენტრში სივრცის დაჯავშნა შემდგომი გამოყენებისთვის შესაძლებელია ცენტრის ვებ-გვერდის კალენდარზე სასურველი ცენტრის, თარიღის და მომსახურების არჩევით.
     
  4. ჯავშნის მოთხოვნისას პირმა უნდა მიუთითოს ღონისძიების ჩატარების თარიღი, დრო, ხანგრძლივობა, მიზანი და აუდიო–ვიზუალური აღჭურვილობის საჭიროება. ღონისძიების ჩატარების თარიღის და დროის შეცვლა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი წერილობით აცნობებს ცენტრის თანამშრომლებს ამ ცვლილების შესახებ, ერთი სამუშაო დღით ადრე ჯავშანში დადასტურებულ თარიღამდე. 
     
  5. მოთხოვნა ჯავშანზე დადასტურებულად ითვლება მაშინ, როდესაც ცენტრის კოორდინატორი განცხადებას დაადასტურებს წერილობით (ელექტრონულად) და ჩანიშნავს მას ცენტრის ღონისძიებების კალენდარში. 
     
  6. შეხვედრების დიდ დარბაზში მონაწილეთა/დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შეადგენს 70 ადამიანს.
     
  7. ცენტრის თანამშრომლები იღებენ საჭირო ზომებს, რათა მომხმარებელმა (ორგანიზატორმა მხარემ) შეხვედრების დარბაზით სარგებლობა შეძლოს ღონისძიების ჩატარებამდე გარკვეული დროით ადრე, თუმცა ეს არ წარმოადგენს გარანტირებულ პირობას. 
     
  8. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი გეგმავს ღონისძიების ფარგლებში დამატებითი მომსახურების გამოყენებას, რომელიც ცდება ცენტრის კომპეტენციას, მომსახურების გამწევმა უნდა უზრუნველყოს ცენტრის თანამშრომელთა, მონაწილეთა და სხვა პირების უსაფრთხოება, ასევე უზრუნველყოს ზიანის ანაზღაურება ცენტრის ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში. ღონისძიებების ფარგლებში საკვების და სასმელის გამოყენება წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული ცენტრის კოორდინატორთან ღონისძიების ჩატარებამდე მინიმუმ 2 დღით ადრე.
     
  9. შეხვედრათა დარბაზის გამოყენება გულისხმობს უშუალოდ შეხვედრათა დარბაზში არსებული სივრცის, ავეჯის და აუდიო–ვიზუალური მოწყობილობების გამოყენებას.  
     
  10. შეხვედრების დარბაზის გამოყენებასთან დაკავშირებით მიღებული დადასტურება არ გულისხმობს თანხმობას ცენტრში არსებული სხვა სივრცის და საშუალებების გამოყენებაზე. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი საშუალებების და სივრცის გამოყენება მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე უნდა იყოს შეთანხმებული წერილობით ცენტრის კოორდინატორთან.
     
  11. შეხვედრების დარბაზის მოწყობა ღონისძიებისთვის, ავეჯის გადაადგილება და სხვა მოსამზადებელი სამუშაო არის ორგანიზატორის ვალდებულება.
     
  12. ცენტრი საკუთარ თავზე იღებს  სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფას.
     
  13. ცენტრში მოწევა აკრძალულია.
     
  14. ცენტრში იკრძალება აზარტული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. .
     
  15. დაუშვებელია ცენტრის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის,  იძულებითი ასიმილაციის ან რელიგიური რიტუალების ჩატარების მიზნებისათვის გამოყენება.
     
  16. იკრძალება კედლებზე რაიმე საგნ(ებ)ის მიმაგრება, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.
     
  17. ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან აშშ მთავრობა არ არიან პასუხისმგებელი ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მონაწილე პირების ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან აშშ მთავრობა არ არიან პასუხისმგებელი შენობის და მისი ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღონისძიების ჩატარებისას ან მის შედეგად. ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ან აშშ მთავრობა არ არიან პასუხისმგებელი პირთა პირად ნივთებზე, რომლებიც შეიძლება დაიკარგოს ან დაზიანდეს ღონისძიების მიმდინარეობისას ან მის შედეგად. ყოველივე ზემოთ აღნიშნულზე პასუხისმგებლობას (მათ შორის ფინანსურს) იღებს მომხმარებელი(ორგანიზატორი).
     
  18. ალკოჰოლის მიღება იკრძალება ცენტრის ტერიტორიაზე.
     
  19. ამ დოკუმენტში მოცემული წესების ნებისმიერი  დარღვევა ან უგულებელყოფა, რომელიც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, გამოიწვევს ცენტრის შემდგომ გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესებას.
კომპიუტერული ლაბორატორია და აუდიო–ვიზუალური მოწყობილობები

აღნიშნული სივრცე და მოწყობილობები განკუთვნილია საჯარო გამოყენებისთვის სამოქალაქო ცნობიერების ასამაღლებლად, განათლებისა და უნარების გასაუმჯობესებლად და  კომუნიკაციის ხელშესაწყობად.
  1. ცენტრი უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას კომპიუტერებსა დააუდიო–ვიზუალურ მოწყობილობებზე „პირველმა მოგვმართა–პირველმა მიიღო“ პრინციპით. კომპიუტერებისდა სხვა მოწყობილობების წინასწარი დაჯავშნამოხმარებისთვის შესაძლებელია ცენტრის კოორდინატორთან შეთანხმებით.ნებისმიერი პიროვნება, რომელიც იყენებს ცენტრის კომპიუტერებსა დააუდიო–ვიზუალურ მოწყობილობებს, ეთანხმება მისი გამოყენების დადგენილწესებს. წინამდებარე წესები მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცენტრის რესურსების დაცვასა და გონივრულ გამოყენებას.
     
  2. დროის შეზღუდვები: ცენტრი მომხმარებლებისთვის აწესებსშეზღუდვას კომპიუტერების გამოყენებაზე – ლიმიტი 1 საათს შეადგენს. დროგამოიყოფა „პირველმამოგვმართა–პირველმა მიიღო“ პრინციპით. მომხმარებელს აქვს საშუალებაგამოიყენოს ცენტრის კომპიუტერულ ლაბორატორიაში არსებული კომპიუტერები დამოწყობილობები დამატებითი დროითაც, თუ სხვა მომხმარებლები არ ელოდებიანაღნიშნული რესურსებით სარგებლობას.
     
  3. ყველა მომხმარებელი ვალდებულია კომპიუტერები და სხვამოწყობილობები გამოიყენოს უსაფრთხოების წესების დაცვით მხოლოდ კანონიერიმიზნებისთვის.  კომპიუტერებით დასხვა მოწყობილობებით სარგებლობა არის პრივილეგია და არა უფლება –უსაფრთხოების წესების დარღვევა, განზრახ დაზიანება და მათი არაკანონიერიმიზნებისთვის გამოყენება გამოიწვევს ცენტრის თანამშრომლების მიერმომხმარებლისთვის შეზღუდვების დაწესებას ან სარგებლობის აკრძალვას.
     
  4. ცენტრის კომპიუტერულ ლაბორატორიაში მოწევა და ალკოჰოლისა დასაკვების მიღება იკრძალება.
     
  5. იკრძალება ცენტრის კომპიუტერების და მასში არსებული პროგრამების გამოყენება არაკანონიერი მიზნებისთვის, რომლებიც არღვევსადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო კანონებსა და აქტებს, ასევე აკრძალულია მათი გამოყენება იმ მიზნებისთვის, რომლებიც არღვევს საავტორო უფლებებს. აკრძალულია კომპიუტერული ლაბორატორიის რესურსების გამოყენება აზარტული თამაშების ან პორნოგრაფიული გვერდების დათვალიერებისთვის.
     
  6. ცენტრის კომპიუტერები და მოწყობილობები განკუთვნილიასამოქალაქო ჩართულობის,  საგანმანათლებლო და განვითარების მიზნებისთვის.დაუშვებელია მათი გამოყენება სათამაშოდ, გართობის მიზნით. 
     
  7. მომხმარებლები თავად არიან ვალდებულნი კომპიუტერებიდან პირადიინფორმაციის გამოყენებასა და შენახვაზე.
     
  8. ცენტრის კომპიუტერების დაზიანების ნებისმიერი მცდელობაგამოიწვევს მომხმარებლისთვის მათი გამოყენების უფლების შეზღუდვას.
     
  9. პროექტორი და სხვა აუდიო–ვიზუალური მოწყობილობები განკუთვნილიამხოლოდ დემოკრატიული ჩართულობის მიზნებისთვის.
     
  10. ცენტრში იკრძალება ყოველგვარი ქმედება, რომელიც ცენტრის და მისი რესურსების დაზიანებას ან განადგურებას გამოიწვევს. იკრძალება კომპიუტერების გამოყენება აზარტული თამაშების მიზნით. 
  11. ცენტრის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან დაუკავშირდნენპოლიციას მომხმარებელთა მხრიდან ცენტრის ინფრასტრუქტურის ან რესურსებისგანზრახ დაზიანების ან განადგურების მცდელობისას ან მისი არაკანონიერიმიზნებისთვის გამოყენებისას.
ბიბლიოთეკა და რესურსცენტრი
განკუთვნილია საჯარო გამოყენებისთვის დემოკრატიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და სხვა სფეროებში ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისათვის.
  1. ცენტრი მომხმარებლებს სარგებლობისთვის სთავაზობს ბეჭდვითმასალებს და გამოცემებს. ნებისმიერი პიროვნება, რომელიც იყენებს ცენტრისბიბლიოთეკის რესურსებს, ეთანხმება მისი გამოყენების დადგენილ წესებს. წინამდებარეწესები მოწოდებულია დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები და უზრუნველყოსცენტრის რესურსების გონივრული გამოყენება.
     
  2. ყველა მომხმარებელი ვალდებულია ბიბლიოთეკის რესურსები  გამოიყენოს უსაფრთხოების წესების დაცვითმხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის. ბიბლიოთეკის რესურსებით სარგებლობა არის პრივილეგია და არა უფლება –უსაფრთხოების წესების დარღვევა, განზრახ დაზიანება და მათი არაკანონიერიმიზნებისთვის გამოყენება გამოიწვევს ცენტრის თანამშრომლების მიერმომხმარებლისთვის შეზღუდვების დაწესებას ან სარგებლობის აკრძალვას.
     
  3. ბიბლიოთეკაში მოწევა და ალკოჰოლისა და საკვების მიღება იკრძალება.
     
  4. მომხმარებლები ვალდებულნი არიან დაიცვან და გაუფრთხილდნენბიბლიოთეკის რესურსებს.
     
  5. ყოველგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცენტრის დამისი რესურსების დაზიანება ან განადგურება, იკრძალება და გამოიწვევსბიბლიოთეკის რესურსების გამოყენების შეზღუდვას.
     
  6. ბიბლიოთეკაში არსებული ბეჭდვითი რესურსების გამოყენება შეიძლება შესაბამისი რეგისტრაციის საფუძველზე.  
     
  7. ბიბლიოთეკის რესურსების გამოყენება დასაშვებია მხოლოდარაკომერციული მიზნებისთვის.
     
  8. ბიბლიოთეკაში დესტრუქციული ქმედება იკრძალება.
     
  9. ცენტრის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან დაუკავშირდნენპოლიციას მომხმარებელთა მხრიდან ცენტრის ინფრასტრუქტურის ან რესურსებისგანზრახ დაზიანების ან განადგურების მცდელობისას ან მისი არაკანონიერიმიზნებისთვის გამოყენებისას.
     
  10. ბიბლიოთეკის და რესურსცენტრის მომხმარებლებს ხელი მიუწვდებათცენტრის სხვა მოწყობილობებზეც (პრინტერი, სკანერი, ასლგადამღები), რომელთაგამოყენების პირობებს განსაზღვრავს ცენტრის კოორდინატორი ან მისი მოადგილესაჭიროების გათვალისწინებით და სამართლიანობის დაცვით. მომხმარებელს შეუძლია  უფასოდ გადაიღოს  ბეჭდური მასალის ასლი (ასლის გადაღებაარ უნდა აბრკოლებდეს სხვა მომხმარებლებს ან ცენტრის თანამშრომლებს 30 წუთზემეტი დროით). ასლის გადაღებისას შესაძლებლობა არ გულისხმობს ცენტრისთანამშრომლების მომსახურებას.   

 

პასუხისმგებლობა და მოვალეობები


განმცხადებელს ცენტრის და მისი რესურსების გამოყენებისას ეკისრება შემდეგი ვალდებულებები:

  1. ცენტრში გამართული ღონისძიებები და აქტივობა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადგილობრივ, ეროვნულ ან საერთაშორისო კანონმდებლობას.
  2. ყველა ღონისძიება და აქტივობა უნდა ჩატარდეს წინამდებარე წესების დაცვით.
  3. ცენტრში გამართულ  ღონისძიებებსა და აქტივობებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
  4. ღონისძიების მონაწილეები არ მიმართავენ უკანონო ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათი, ცენტრის თანამშრომლების ან მესამე პირების უსაფრთხოებას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან ქონებას. ასეთი ქმედება გამოიწვევს ცენტრის გამოყენებაზე ამ პირის ან ჯგუფისთვის უარის თქმას.
  5. განმცხადებლებსა და მომხმარებლებს ეკრძალებათ საკუთარი ღონისძიებების ჩასატარებლად აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ლოგოების, საიდენტიფიკაციო მონაცემების ან სხვა ინფორმაციის გამოყენება.
  6. განმცხადებელი პასუხს აგებს ცენტრის ინფრასტრუქტურის, მოწყობილობების და სხვა რესურსების დაზიანებასა ან განადგურებაზე, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ღონისძიების მიმდინარეობისას ან მის შედეგად. პასუხისმგებლობა გულისხმობს ზიანის ანაზღაურებასაც.
  7. განმცხადებელი ვალდებულია დაიცვას ამ დოკუმენტში მოცემული წესები.
  8. განმცხადებელი თავად ახდენს ღონისძიების მონაწილეთა, ასევე მედიის ინფორმირებას, თუ ამის საჭიროება არსებობს. 

ცენტრის კოორდინატორი:

  1. აწარმოებს ცენტრის და მისი რესურსების მოთხოვნის და გამოყენების აღრიცხვას.
  2. გამოყოფს სათანადო სივრცეს, დროს და ადასტურებს ცენტრის გამოყენების მოთხოვნას.
  3. აღრიცხავს ცენტრის და მისი მოწყობილობების მდგომარეობას გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
  4. ღონისძიებების ორგანიზატორებს აღმოუჩენს დახმარებას ღონისძიების საჯაროობის უზრუნველსაყოფად ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის ფარგლებში.
  5. ყველა მხარისთვის უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს და თანასწორ, სამართლიან მიდგომას.
  6. თვალყურს ადევნებს დაგეგმილი და ჩატარებული ღონისძიებების შესაბამისობას ცენტრის დანიშნულებასა და მიზნებთან.
  7. უზრუნველყოფს მხარეთათვის წინამდებარე დოკუმენტის და მასში მოცემული წესების გაცნობას.
  8. უზრუნველყოფს გამჭვირვალობას დაგეგმილ ღონისძიებებთან მიმართებაში.
  9. მონაწილეობს ცენტრის ვებ–გვერდის განახლებაში და ამზადებს ინფორმაციას ცენტრების შესახებ ყოველთვიური ბიულეტენისთვის.
  10. ცენტრის კოორდინატორი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას გამოაქვეყნოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების მენეჯმენტის საკონტაქტო ინფორმაცია.
  11. ცენტრის კოორდინატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ტელეფონით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების აღმასრულებელ დირექტორს საფრთხეების შესახებ, რომლებიც ემუქრება ადამიანებს ან ქონებას.

 


სტანდარტული პროცედურა ცენტრში ღონისძიების ჩასატარებლად
ნებისმიერი პირი, რომელიც გეგმავს ცენტრში შეხვედრის ორგანიზებას, ვალდებულია მოთხოვნა დროის და სხვა აუცილებელი ინფორმაციის მითითებით ცენტრის კოორდინატორს გაუგზავნოს ერთი სამუშაო დღით ადრე ღონისძიების ჩატარებამდე.

განმცხადებლები, რომლებიც ითხოვენ ცენტრის სივრცით სარგებლობას, ვალდებულნი არიან მოთხოვნისას მიუთითონ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების თარიღი, დრო, ხანგრძლივობა,  მონაწილეთა რაოდენობა, თემა და მოწყობილობების გამოყენების საჭიროება.

განმცხადებლები ცენტრის შეხვედრების დიდი ოთახის და შეხვედრების მცირე ოთახის გამოყენებაზე განაცხადს აკეთებენ ცალ–ცალკე.

განმცხადებელი, რომელმაც მიიღო დადასტურება ცენტრის შეხვედრების დარბაზის ან საკონფერენციო ოთახის გამოყენების მოთხოვნაზე, ხოლო შემდგომში არ გამოიყენა იგი – კარგავს ცენტრით სარგებლობის უფლებას 15 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ ამის შესახებ წინასწარ (მინიმუმ 1 სამუშაო დღით ადრე) არ აცნობა ცენტრს. ამგვარი შემთხვევის განმეორება ერთი და იგივე განმცხადებლისთვის გამოიწვევს ცენტრის გამოყენებაზე შეზღუდვას 30 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მესამედ განმეორება განმცხადებელს ავალდებულებს წერილობითი ახსნა–განმარტება წარმოადგინოს – წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი კარგავს  ცენტრის გამოყენების უფლებას. წერილობით ახსნა–განმარტებას განიხილავს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების აღმასრულებელი დირექტორი.  

ე.წ. "ლოდინის რეჟიმი"

განმცხადებელს (მხარეს) შეუძლია გამოიყენოს ერთი და იგივე ცენტრი ღონისძიების ჩასატარებლად თვეში ხუთჯერ. მეექვსე გამოყენების შესახებ მოთხოვნა განიხილება იმ შემთხვევაში, თუ ცენტრის გამოყენების პრეტენდენტი მოცემული დროისთვის არ არსებობს. ცენტრის კოორდინატორი აცნობებს პასუხს განმცხადებელს, რომელიც მეექვსეჯერ ითხოვს ცენტრის შეხვედრების სივრც(ეებ)ის გამოყენებას, 2 სამუშაო დღით ადრე ღონისძიების ჩატარების თარიღამდე. თუ ცენტრის კოორდინატორის პასუხიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ღონისძიების მეექვსედ ჩატარებამდე სხვა განმცხადებელმა მიმართა ცენტრის კოორდინატორს იგივე სივრცის გამოყენების მოთხოვნით, მაშინ განმცხადებელი, რომელიც მეექვსე ღონისძიებაზე ფლობს დადასტურებულ მოთხოვნას, გადადის "ლოდინის რეჟიმში" და ჩაატარებს დაგეგმილ ღონისძიებას შემდეგი შესაძლებლობისთანავე. 

ბიბლიოთეკა/რესურსცენტრი და კომპიუტერული ლაბორატორია ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის მხოლოდ სამუშაო საათებში წინასწარი დაჯავშნის გარეშე. მომხმარებელთა რეგისტრაცია სავალდებულოა.  

ცენტრებით სარგებლობის წესების დარღვევა
ამ დოკუმენტში მოცემული წესების ნებისმიერი დარღვევა ან უგულებელყოფა, რომელიც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, გამოიწვევს შეზღუდვების დაწესებას ცენტრის შემდგომ გამოყენებაზე.

სპეციალური დებულება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების პროექტი იტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში ცალმხრივად მოახდინოს ამ დოკუმენტში ცვლილებების შეტანა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან შეთანხმების საფუძველზე.

რეგულარული სამუშაო საათები
ორშაბათი – შაბათი - 10:00 – 19:00

 

 

ფოტო გალერეა
 
ძიება

გაუზიარე   გაუზიარე
 
Share to Facebook Share to Twitter Share to Digg Share to stumbleupon
 
Share to linkendin Share to delicious Share to myspace Share to google
 
გაუზიარე   გაუზიარე
ვებ-საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს აშშ მთავრობის ოფიციალურ ინფორმაციას და არ გამოხატავს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან აშშ მთავრობის შეხედულებას ან პოზიციას. საიტის რუკა | კონფიდენციალობა